დილან ო’ბრაიენი გადასაღებ მოედანზე დაშავდა

287

მსახიობმა დილან ო’ბრაიენმა ტრავმა ფილმის ,,ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“ გადაღებისას მიიღო. ფილმის რეჟისორმა, ვეს ბოლმა ფანებს დილანის მდგომარეობის შესახებ 19 მარტს შეატყობინა:

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ემოციების ნამდვილი ქარიშხალი დაგვატყდა თავს. ბრაზის, მწუხარების და დანაშაულის გრძნობით ვარ სავსე. მიუხედავად ამისა, დილანმა დიდი პატივისცემა და სიყვარული დამანახა. ამ ინციდენტის გამო შეწუხებული არიან  მისი მეგობრები და ოჯახის წევრები, ისევე როგორც ჩემი არაჩვეულებრივი გადამღები ჯგუფი. საშინელებაა, როცა ხედავ, როგორ დაშავდა შენი მეგობარი, მაგრამ საბედნიეროდ, დილანი კარგად იქნება. რამდენიმე კვირით დაისვენებს, გამოჯანმრთელდება და ჩვენთან ერთად გააგრძელებს სირბილს.“

კომპანიამ ,,20th Century Fox” განაცხადა, რომ მსახიობის გამოჯანმრთელებამდე ფილმის გადაღებები შეწყდება. ,,სიკვდილით განკურნება“ ჯეიმს დაშნერის ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც 2017 წელს გამოვა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ