გინდ დაიჯერეთ, გინდ არა

97

არ მჯერა კედლებში გატარებული ბავშვობის, ზოგადად კედლების არ მჯერა.
არ მჯერა ნაცრისფერი ქალაქის სილამაზე, ზოგადად ქალაქის არ მჯერა.
არ მჯერა ლამაზი სიტყვების, ზოგადად სიტყვების არ მჯერა.
არ მჯერა პოლიტიკოსების ცრემლები, ზოგადად ცრემლების ნეტავ მჯერა?

საერთოდ ბევრი რამის დაჯერება მიჭირს. თქვენ გჯერათ რომ 21- საუკუნეში დენი შეიძლება გრაფიკით გქონდეთ? თურმეშეიძლება.

არ მჯერა დოლარის გაძვირების, ლარის გაუფასურება უფრო მჯერა.
არ მჯერა რეგიონალური კრიზისის, აი ჩვენ რომ კრიზისი გვაქვს მაგის კი მჯერა.
არ მჯერა კრემლის მოწყალების, მათგან ტანკი, ტყვია უფრო მჯერა.
არ მჯერა 10-დან 9 დასაქმებულის, 10 დაუსაქმებლის უფრო მჯერა.
და მაინც, არ მჯერა რომ ჯაჭვლიანმა EBRD-ის მნიშვნელობა იცის. არც იმის მჯერა რომ პარლამენტარია და ქვეყნის ბედსგანაგებს.

არ მჯერა 20 წელზე გათვლილი დაპირების, ზოგადად დაპირების აღარ მჯერა.
არ მჯერა ჰალსტუხიანების ქვეყნის სიყვარული, მათგან სიყვარული აღარ მჯერა.
არ მჯერა პრემიადარიგებული მინისტრების, ზოგადად პრემიადარიგებულების აღარ მჯერა.
არ მჯერა უფუნქციო პრეზიდენტის, მგრამ არც მისი ნაციონალურობა მჯერა.

პარლამენტში გამოძინებულებისაც არ მჯერა. არც წითლების, არც ლურჯების.ანდა როგორ გინდა დაიჯერო, რომ იმდენ შხამსდა ბოღმას ქვეყნის სიყვარულით ანთხევენ. არა სკამები რომ უყვართ მაგის კი მჯერა.
არ მჯერა არცერთი არჩევნების, არცერთი კანდიდატის არ მჯერა.
არ მჯერაპირველებისბოდიშები, მათი ერთი სიტყვაც არ მჯერა.
არ მჯერა გადამდგარი მინისტრების, ზოგადად წასულების არ მჯერა.

და ბოლოს, არ მჯერა, რომ პელე სათადარიგო მოთამაშეა. არც იმის მჯერა, რომ ამ ქვეყანას შორიდან ყურებით ვინმე რამესარგებს. არც აქედან გაქცეულების მჯერა. ისე შორს კი მივექანებით და ისე ღრმად, რომ უკან ვერც ვიყურებით. გზა და გზაღირსეულ ადამიანებს ხან მდინარეს ვატანთ, ხან ნანგრევებში ვაყოლებთ, ზოგიერთებს კი ისე განვადიდებთ სანამ თვალებსკარგად არ ამოგვივსებენ ნაცრით. სანამ უაზრო სადღეგრძელოებით არ დაგვათრობენ და უნიჭო სიმღერას არ გვიმღერებენქვეყნის სიყვარულზე. ჩვენ კი უაზროდ მთვრალებს ისიც კი ვერ გაგვირჩევია, რომ სიმღერას მხოლოდ საკუთარ თავსუმღერიან და მუსიკაც მხოლოდ მათთვის უკრავს.

თამთა ყიფიანი