ბრიტნი სპირსი ახალ ალბომზე მუშაობს

122

მომღერლის ინტერვიუ ჟურნალისთვის ,,V Magazine“ მომზადდა. ბრიტნიმ მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და და ჯასტინ ბიბერს რჩევაც მისცა.

,,როცა ყურადღების ცენტრში ხარ, ხალხი ძალიან ადვილად იწყებს შენს განსჯას. უამრავი ბავშვია, ვისაც მომავალში ამის გამოცდა მოუწევს. იცით, ჯასტინ ბიბერი ძალიან პოპულარულია და უკვე ხვდება, ეს რას ნიშნავს. სამწუხაროდ, სამყარო ასეა მოწყობილი. მეც ასე ვიყავი 20 წლის განმავლობაში, მაგრამ მივეჩვიე, რომ ყურადღება არ მიმექცია. მე ღმერთს და საკუთარ თავს ვუსმენ, ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი. ნამდვილად არ მაღელვებს, რას ფიქრობს ადამიანთა უმრავლესობა.“

ბრიტნიმ ისიც აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობა არ უყვარს და ზოგადად, ახალი ტექნოლოგიებით დიდად არ ინტერესდება.

,, სიმართლე გითხრათ, კომპიუტერს დღემდე არ ვიყენებ. ჩემი შვილები მეტ დროს ატარებენ მასთან, ვიდრე მე. ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობა ამით ცხოვრობს, მთელი დღე სოციალურ ქსელში არიან ჩართული. მეც მაქვს დღეები, როცა ვწერ და ვაქტიურობ, მაგრამ ეს საჩემო არ არის.’’

მომღერალი კვლავ მუსიკითაა დაკავებული და ახალ ალბომზე მუშაობს.

,,ალბომის ჩაწერას დიდ ენერგიას ვუთმობ. ის ჩემი შვილია და მინდა, მაქსიმალურად კარგი გამოვიდეს. მირჩევნია, ბოლომდე ისეთი იყოს, როგორიც ჩაფიქრებული მაქვს და არაუშავს, თუ ეს პროცესი კიდევ ერთ წელს ან ორ თვეს გასტანს. წარმოდგენა არ მაქვს, რა დრო დასჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ. ეს საუკეთესოა, რაც ბოლო დროს შემიქმნია. ამ ნამუშევრით ძალიან ვამაყობ. ეს ალბომი სრულიად განსხვავებული იქნება. საერთო არაფერი ექნება იმასთან, რასაც შესაძლოა ჩემგან მოელოდეთ. ამიტომ, არ ვჩქარობ. იმედი მაქვს ჩემი ფანები ამას დააფასებენ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ