,,არმანი“ ცხოველის ბეწვს აღარ გამოიყენებს

106

,,Fur Free Alliance”-სთან დადებული შეთანხმების შედეგად, ჯორჯო არმანიმ განაცხადა, რომ კოლექციებიდან მთლიანად ამოიღებს ნატურალურ ბეწვს.

,,მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ,,არმანის“ ჯგუფი თავს ვალდებულად თვლის, შეწყვიტოს ცხოველის ბეწვის გამოყენება. ტექნოლოგიურმა პროგრესმა საშუალება მოგვცა, რომ გამოვიყენოთ არსებული ალტერნატივები და აღარ დავიხმაროთ ცხოველებზე სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ბეწვი. ჩემი კომპანია წინ დგამს ნაბიჯს, ჩვენ მეტი ყურადღებით ვეკიდებით  კრიტიკულ შეფასებებს გარემოს და ცხოველების დაცვის შესახებ.“- განაცხადა ჯორჯო არმანიმ.

,,Fur Free Alliance”, 40 ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ცხოველების დახოცვას ბეწვის გამოსაყენებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ ,,არმანის“ სხვა ბრენდებიც მიბაძავენ და სულ უფრო მეტი დიზაინერი დაუჭერს მხარს ხელოვნური ბეწვის გამოყენებას.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ