ადელი ტრამპს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდებს უკან დაიხიონ

145

დონალდ ტრამპი შეუერთდა იმ პოლიტიკოსების გრძელ სიას, რომლებსაც საკუთარმა მუსიკალურმა გემოვნებამ პრობლემები შეუქმნა. პრეზიდენტობის კანდიდატი სიტყვით გამოსვლის დროს ბეგრაუნდად იყენებდა ხოლმე ადელის „Rolling In The Deep“.

 

ვიდეო გადაღებულია ტრამპის 21 იანვრის შოუზე.

 

„ადელს არავისთვის მიუცია უფლება, რომ მისი სიმღერები რომელიმე პოლიტიკური კამპანიისთვის გამოეყენებინათ“ – ამბობს მომღერლის წარმომადგენელი.

 

კიდევ ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკ ჰაკბიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ადელის ცნობილი სიმღერის „Hello“-ს სატირული ქავერია. კლიპი ჰაკბიმ აიოვას ამომრჩევლებს მიუძღვნა. ვიდეო მალევე იქნა წაშლილი ინტერნეტ სივრციდან.

 

ასევე ნიუ ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ „Hello“ გამოიყენა მომავალი კანდიდატის მარკო რუბიოს წინააღმდეგ.

 

Untitled-3