Dolce & Gabbana-ს უახლესი კოლექციის ჩვენება. შემოდგომა/ზამთარი 2015-2016!

208

მილანში Dolce & Gabbana ახალი კოლექციის ჩვენება შედგა. დომენიკო დოლჩედა სტეფანო გაბანა ოჯახის განდიდებით არ იღლებიან. მათი ახალი კოლექცია ეძღვნება ყველა ადამიანის ცხოვრებაში მთავარ ქალს – დედას.

ჩვენების მონაწილეებს შორის 11 დედა იყო, რომლებიც პოდიუმზე შვილებთან ერთად გამოვიდნენ და ასევე ორსული მოდელი ბიანკა ბალტი.  იტალიური დუეტის სამოსს ამშვენებდა ლოზუნგი „Viva La Mamma“ და საბავშვო ნახატები.

„ის ყოველთვის გვერდითაა, – განმარტა სტეფანო გაბანამ. – დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს დაურეკო.  ყველა ადამიანს დედამიწაზე ჰყავს დედა“.