ჯენიფერ ლოურენსი Christian Dior-ის ახალი კოლექციის სახე გახდა

120

2012 წლიდან მოყოლებული, 24 წლის ჯენიფერ ლოურენსი ფრანგულ ბრენდ Christian Dior-თან თანამშრომლობას   დღემდე აგრძელებს. მსახიობი Dior-ის აქსესუარების ახალი კოლექციის სახე გახდა და მონაწილეობა სარეკლამო კამპანიაში დევიზით  “Be Dior” მიიღო.

ფრანგული ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი პაოლო როვერსი გახდა. წინათ ის თანამშრომლობდა Guerlain-თან, Hermes-სა და Alberta Ferretti-სთან. ის, აგრეთვე, ლეგენდარული Vogue-ის მრავალი გარეკანისა და ფოტოსესიის ავტორია.