„ფანARTი“ კვლავ მასპინძლობს ნიჭიერ ახალგაზრდებს

305

ფანART-ი წელს უკვე მეოთხედ გაიხსნა, ისევ საზეიმოდ მორთული შესასვლელი, ცნობადი სახეები და ოფიციალური პირები, კარგი განწყობა, საინტერესო საღამოს მოლოდინი და მრავალფეროვანი კომენტარები, ძველი და ახალი სპონსორები, ახალი სახეები, კომპეტენტური კონსულტანტები და რაც მთავარია ახალი ნიჭის აღმოჩენის მოლოდინი…

ოფიციალური ნაწილის შემდეგ შემსრულებლების ჯერი დადგა და საღამოს საკონცერტო ნაწილი ფანART-ის შარშანდელმა რჩეულმა, სანდრო ნებიერიძემ გახსნა – მან საავტორო სონეტი შეასრულა, შემდეგ უკვე ახალი სახეები – სოფო საღარაძე და ციცი კიკაბიძე…

ამის შემდეგ მაყურებელმა კამერული ორკესტრის Georgian Strings-ის შესრულება მოისმინა, საღამო შედგა…

ფესტივალი დღეს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხელოვნების 10 სხვადასხვა სფეროში ახალგაზრდები თავის ნამუშევრებს წარადგენენ, კომპეტენტური ადამიანები კი რჩეულებს დაასახელებენ…

31 მარტს ფანART-ი საზეიმოდ დაიხურება…