დაბადების წელი არ მიუთითებს მხოლოდ ასაკზე! ჩინური ასტროლოგიის სისტემის თანახმად დაბადების წელი მიუთითებს 60 წლიანი ციკლის გარკვეულ ფაზაზე ან ასპექტზე. წლების კლასიფიკაციისათვის და გამოთვლისათვის გამოიყენება სამი სისტემა. ათი ზეციური ფუძე, თორმეტი მიწიერი შტო და თორმეტი ცხოველი.
12 ცხოველის სისტემის ზუსტი წარმოშობა უცნობია. თუმცა, ლეგენდა გვამცნობს, რომ ჯეიდ კინგს მოსწყინდა სამოთხეში უსაქმოდ ყოფნა. იგი ვერ ხედავდა რა ხდებოდა დედამიწაზე, რაადგანაც მას ყავდდა მოსამსახურეები, რომლების ასრულებდნენ ყველა მის სურვილს. მან გადაწყვიტა, რომ სურდა ენახაცხოველები, რომლებიც ცხოვრობდნენ დედამიწაზე ასე, რომ მან დაავალა მრჩეველებს მიეგვარათ მისთვის 12 ცხოველი (ანუ ამოერჩიათ 12 საუკეთესო ცხოველი). მრჩეველმა პირველი მოწვევა გაუგზავნა ვირთხას და შეუთვალა თან წაეყვანა კატა, მაგრამ ვირთხის ეჭვიანობამ ხელი შეუშალა კატას მიეღო მოსაწვევი.
შემდგომი მოწვევა გაეგზავნა ხარს, ვეფხვს, კურდღელს, დრაკონს, გველს, ცხენს, მაიმუნს, ვერძს (ცხვარს), მამალს და ძაღლს. მეორე დღეს ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ სასახლეში. როდესაც ისინი ეახლნენ მეფეს მან აღმოაჩინა, რომ 12-ის ნაცვლად, როგორც მან მოითხოვა, მხოლოდ 11 ცხოველი გამოცხადდა. მეფემ ჩამოგზავნა თავისი მოსამსახურე დედამიწაზე მეთორმეტე ცხოველის წასაყვანად. მოსამსახურე შემთხვევით გადააწყდა კაცს, რომელსაც მიჰყავდა ღორი, მან სწრაფად ჩაავლო ხელი ცხოველს და მიჰგვარა მეფეს . ცხოველები იდგნენ მეფის წინაშე განსაკუთრებული განლაგების გარეშე. ვირთხა, რომელიც ყველაზე პატარა იყო მათ შორის ახტა ხარის ზურგზე და დაიწყოფლეიტის დაკვრა. მეფეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სანახაობამ. მან ვირთხას მისცა პირველი ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა ხარმა კარგი სპორცმენობისთვის და მესამე ადგილი ერგო ვეფხვს, რომელმაც თავი გამოიჩინა მამაცობით. კურდღელმა დაიკავა მეოთხე ადგილი, დრაკონმა მეხუთე, გველმა მეექვსე, ცხენმა მეშვიდე, ვერძმამერვე, მაიმუნმა მეცხრე, მამალმა მეათე და ძაღლმა მეთერთმეტე ხოლო ღორმა მეთორმეტე. ცერემონიის დასრულების შემდეგ, კატამ (რომელმაც ვერ მიიღო მოწვევა) სთხოვა მეფეს განეხილა საკითხი თავიდან, მაგრამ მან უთხრა, რომ უკვე დაგვიანებული იყო.
ჩინური კალენდარი იყოფა 12 თვედ 29 ან 30 დღედ. კალენდარი დარეგულირებულია მზის წელიწადის ხანგრძლივობის მიხედვით რეგულარულ ინტერვალებში დამატებითი თვეების ჩასმით. წლები მოწესრიგებულია 60 წლიანი ძირითადი ციკლით. ყოველი მომდევნო წელიწადი არის 12 -იდან ერთის სახელობის. ეს 12 წლიანი ციკლი განუწყვეტლივ მეორდება. ჩინური ახალი წელი აღინიშნება მეორე ახალ მთვარეობაზე ზამთრის ნაბუნიობის შემდეგ და შემოდგომ და ქართული კალენდარის მიხედვით მერყეობს 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
1900 1912 1924 1936 1948 1960 1972 1984 1996 2008 2020 |
1901 1913 1925 1937 1949 1961 1973 1985 1997 2009 2021 |
1902 1914 1926 1938 1950 1962 1974 1986 1998 2010 2022 |
1903 1915 1927 1939 1951 1963 1975 1987 1999 2011 2023 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
1904 1916 1928 1940 1952 1964 1976 1988 2000 2012 2024 |
1905 1917 1929 1941 1953 1965 1977 1989 2001 2013 2025 |
1906 1918 1930 1942 1954 1966 1978 1990 2002 2014 2026 |
1907 1919 1931 1943 1955 1967 1979 1991 2003 2015 2027 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
1908 1920 1932 1944 1956 1968 1980 1992 2004 2016 2028 |
1909 1921 1933 1945 1957 1969 1981 1993 2005 2017 2029 |
1910 1922 1934 1946 1958 1970 1982 1994 2006 2018 2030 |
1911 1923 1935 1947 1959 1971 1983 1995 2007 2019 2031 |