ანას დაინტერესება მეღვინეობის პროფესიით 15 წლის ასაკში დაიწყო და მალევე უნივერსიტეტშიც ჩააბარა, პროფესიის სრულყოფილად შესასწავლად
ბაკალავრიატის 4 წლიან დატვირთულ პრაქტიკულ-თეორიულ სწავლებას დაემატა გერმანიაში მიღებული 1 წლიანი გამოცდილება გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში.
ანა ორი მეღვინეობის რეგიონში, რაინგაუსა და მითელრაინში მუშაობდა, სადაც გაეცნო მეღვინეობის წამყვანი ქვეყნების რეგიონებს, ღვინის წარმოების წესებს და თავად ღვინოებს.
გერმანიაში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა გარდამტეხი და დიდი გავლენა იქონია სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებაში
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ანა გახდა ეერთ-ერთი მეღვინეობის აისტენტ მეღვინე, სადაც ჩართული იყო რთველის დაგეგმვიდან, ღვინის ჩამოსხმამდე არსებულ ყველა პროცესში.
ერთია, როდესაც პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყებ მეღვინეობის ინდუსტრიაში შესვლას და მეორეა, როდესაც მთლიანად ჩაეშვები მასში, ასე მოხდა ანას შემთხვევაშიც, ერთიანად აღმოჩნდა მეღვინეობის ყველა პროცესისა და გამოწვევის წინაშე
მოგვიანებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და გამოცდილებით ანამ გააგრძელა მთავარი მეღვინეობა ერთ—ერთ ქართულ მეღვინეობაში, სადაც ქართული ჯიშებითა და ახალი ხედვებით შექმნა საინტერესო ღვინოები
2023 წლიდან ანა ნაბერაულის გუნდს შემოუერთდა როგორც მთავარი მეღვინე და მისი ხედვები, დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გააერთიანა რაჭაში.
იდეები და სამომავლო გეგმები
მე როგორც ნაბერაულის ოჯახის წევრს მტკიცედ მწამს რომ ყველაფერი ვენახიდან იწყება, შესაბამისად ჩვენი სამომავლო გეგმაა კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ვენახებს.
ჩვენი უპირველესი მიზანია ვენახის სათანადო პრაქტიკის დანერგვა, ვაზის სწორი აღზრდისა და მაღალხარისხიანი ყურძნის მისაღებად.
გვსურს გამოვავლინოთ ჩვენი ტერუარის უნიკალური მახასიათებლები, ენდემური ვაზის ჯიშების აღორძინების გზით და მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებით.
მჯერა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიდგომებით ტრადიციებს ყოველთვის შევინარჩუნებთ.