წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს შპს „ვეტ-დეზ-ნოვაციის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრირებული ონლაინ მაღაზია „Zooplus“ (www.zooplus.ge) სარგებლობის წესებს და პირობებს. ხელშეკრულება ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ვეტ-დეზ-ნოვაციას“ შორის, რომელიც არის ორმხრივად მავალდებულებელი. შპს „ვეტ-დეზ-ნოვაცია“ (ს.ნ. 204563784) – იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, დავით ყიფიანის ქ., N23. წინამდებარე დოკუმენტში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და სხვა რეგულაციებში შპს „ვეტ-დეზ-ნოვაცია“ იხსენიება როგორც „Zooplus“.

Zooplus-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და სხვა შიდა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს და მომხმარებელთან გაფორმებულ ერთიან ხელშეკრულებას.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე დაბრუნებისა და გაცვლის წესებს.

დამატებითი კითხვების, მოთხოვნისა და პრეტენზიის შემთხვევაში:

info@zooplus.ge

(+995) 593 173 040

ტერმინთა განმარტება

Zooplus – შპს „ვეტ-დეზ-ნოვაცია“, საიდენტიფიკაციო კოდი 204563784, მისამართი: თბილისი, დავით ყიფიანის ქ., N23

მომხმარებელი – იურიდიული ან ქმედუნარიანი ფიზიკური პირი 18+

ანგარიში – მომხმარებლის პირადი გვერდი

რეგისტრაცია – ანგარიშის შექმნა

პირდაპირი მარკეტინგი – პროდუქციის შეთავაზება სატელეკომუნიკაციო საშუალებით

მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი

რეგისტრაცია და ავტორიზაცია

Zooplus-ზე პროდუქციის შესაძენად მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ან შეიძინოს პროდუქტი სტუმრის სტატუსით.

საჭირო მონაცემები: სახელი, მისამართი, ელ. ფოსტა, პაროლი.

შეკვეთა და გადახდა

გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორების გზით. Zooplus არ აქვს წვდომა საბანკო ბარათის მონაცემებზე. გადახდის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელ.ფოსტაზე და SMS შეტყობინებას.

მიწოდების წესები

მიტანა ხორციელდება შპს „ვეტ-დეზ-ნოვაციის“ მიერ.

დაბრუნებისა და გაცვლის პირობები

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია, თუ:

– არ შეესაბამება აღწერას

– დაზიანებულია

– დაირღვა შენახვის წესები

– მიწოდების დრო დაირღვა

მოთხოვნა – 5 დღის განმავლობაში.

დაბრუნება თბილისში –  5 სამუშაო დღეში.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Zooplus არ აგებს პასუხს მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, საიტის გაუმართაობაზე, მომხმარებლის დაუდევრობაზე.

მარკეტინგი

რეგისტრაციით მომხმარებელი თანხმობს საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე. უარის თქმა შესაძლებელია info@zooplus.ge-ზე.

საავტორო უფლებები

ვებგვერდით განთავსებული მასალები ეკუთვნის Zooplus-ს. სასაქონლო ნიშნის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ წერილობითი თანხმობით.

ანგარიშის შეწყვეტა

ავკრძალვის შემთხვევაში მომხმარებელს ეცნობება ელ.ფოსტით.

დავების გადაწყვეტა

დოკუმენტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ცვლილებები

Zooplus იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები დოკუმენტში, ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.