PHOTOLAB – ახალი ქართული პროექტი ფოტოგრაფების მხარდასაჭერად

195

PHOTOLAB ქართველი ფოტოგრაფების, გიორგი ისაკაძისა და მინდია ჩარქსელიანისმიერ შექმნილი ახალი პროექტია და თავისი იდეიდან გამომდინარე პირველია საქართველოში. ფოტოლაბი, რომელიც ჯერ მხოლოდ საიტის სახთ არსებობს, ფოტოგრაფების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, სადაც ქართულ ენაზეც შეძლებენ მიიღონ საინტერესო ინფორმაცია და რჩევები პროფესიონალიებისგან. ასევე საიტზე გამოსადეგი გაკვეთილები ითარგმნება, რომელიც თანაბრად საინტერესოა დამწყებთათვის და უკვე პროფესიონალებისთვის.

ფოტოლაბის შესახებ, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ისაკაძეს გავესაუბრეთ:

როდის გაჩნდა ფოტოლაბის იდეა?

ფოტოლაბის იდეა გაჩნდა დაახლოებით ერთი თვის წინ და სწრაფადვე განვახორციელეთ. 1 თვის ბოლოს კონტენტი ნაწილობრივ შევსებულია და საიტი გაშვებული.

ვინ დაგეხმარათ იდეის განხორციელებაში?

იდეის განხორციელებაში დამეხმარა ფოტოგრაფი მინდია ჩარქსელიანი. ეს პროექტი ერთად გავკეთეთ.

რამდენად მნიშვნელვანია ფოტოლაბის არსებობა დამწყები ფოტოგრაფებისთვის?

მსგავსი ქართულენოვანი ონლაინ პორტალის არსებობს ნამდვილად მნიშვნელოვანია, როგორც დამწყები ისე გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის. აქამდე ასეთი ქართული საიტი ჯერ არ ყოფილა. და განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც უცხო ენები კარგად არ იცის. ასევე თავიდანვე იდეა იყო ის, რომ მინდოდა ისეთი საიტი ყოფილიყო, რომელსაც მეთვითონ ყოველდღიურად სიამოვნებით ვესტუმრებოდი.

ამ ეტპზე რა არის საჭირო, რომ პროექტი გახდეს სრულყოფილი?

იმისთვის, რომ პროექტი გახდეს უფრო სრულყოფილი გვჭირდება მეტი მოხალისე. არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ისინი ფოტოგრაფები თუ არა. გვჭირდება დახმარება იმისთვის, რომ ვთარგმნოთ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო ამბავი და გაკვეთილი. გვინდა შემოგვიერთდნენ სხვა ფოტოგრაფები და გაგვიზიარონ მათი გამოცდილება ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა რამდენიმე ადამიანმა და პოსტების თარგმნაც დაიწყეს. ერთერთი პირველი იყო მაკო გომართელი ვინც ამასთან დაკავშირებით მომწერა.

როგორ ხედავთ ფოტოლაბის განითარებას და მომავალში რა გეგმები გაქვთ?

ფოტოლაბი განვითარების საწყის ეტაპზეა. დროდადრო შეიცვლება და დაიხვეწება. გვინდა, რომ მაქსიმალურად ქართველი ფოტოგრაფების შესახებ ვილაპარაკოთ. გაკვეთილებიც ქართველმა ფოტოგრაფებმა შექმნან. რა თქმა უნდა უცხოური რესურსები არ გაქრება საიტიდან, თუმცა მთავარი მაინც ქართველი ფოტოგრაფების განვითარება და პოპულარიზაცია იქნება. უახლოეს მომავალში თვითონ დავიწყებთ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერას. და კიდევ ერთხელ რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება ამ პროცესში მით უკეთესი საიტისთვისაც და თვითონ ფოტოგრაფებისთვისაც, რადგან ძალიან საინტერესო პროცესია.