Netflix -ის ახალი პროექტის გარეკანზე სტალინია გამოსახული

12

დღეს, 9 ივლისს, Netflix-ის სტრიმინგ სერვისმა  გამოაქვეყნა დოკუმენტური პროექტი “როგორ გავხდეთ ტირანი”, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიო ისტორიის ცნობილ დიქტატორებზე . რუსეთის ინტერნეტ მომხმარებლებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ პირველი თრეილერის გარეკანზე განთავსდა იოსებ სტალინი, რომელიც პიონერებს ესალმება.

გარდა ამისა, თრეილერში შედის სცენები ადოლფ ჰიტლერთან, კიმ ილ სუნთან, მუამარ კადაფისთან, სადამ ჰუსეინთან, ბენიტო მუსოლინისთან და ა.შ. ერთად .

აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი და გამხოვანებელი არის მსახიობი პიტერ დინკლეიჯი, რომელიც ცნობილია სერიალით “Game of Thrones”. ის  ასევე შეისწავლის ძალაუფლებისა და ტირანიის თემას.