MASERATI BOOMERANG – დიზაინი, რომელმაც დროს გაუსწრო

186

დააკვირდით ფოტოებს, მათზე გამოსახული უცნაური ფორმების ვერცხისლფერ

“ავტომობილს წელს არც მეტი არც ნაკლები 43 წელი უსრულდება.”

Maserati Boomerang 70-იანი წლების დიზაინერის ლეგენდარული ჯორჯეტო ჯუჯაროს ნამდვილი შედევრია.

ავტომობილის მაკეტი დამთვალიერებელმა პირველად 1972 წლის ტურინის გამოფენაზე იხილა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჟენევის ავტო-შოუზე Ital Design-ის სტენდთან თავს  Maserati Boomerang-ის მოდელი იწონებდა. 1973 წელს მასერატის მანქანით ჩვეულებრივ ტრასაზეგადაადგილება შესაძლებელი იყო.

მანქანა Maserati Bora-ს საფუძველზე ააგეს, რომლისგანაც მემკვიდრეობით ძრავის თავისებური განლაგება მოჰყვა.

“5 საფეხურიანი მექანიკური და  V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავა, რომლის სამუშაო მოცულობა 4.7 ლიტრია სიმძლავრე კი 310 ცხენისძალა.”

ამ მონაცემებით სპორტული მანქანა მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ ავითარებდა.

სოლის გეომეტრიული პარამეტრები დღემდე აოცებენ მნახველს. Boomerang-ის სიმაღლე მხოლოდ 1070 მმ-ია (შედარებისთვის თანამედროვეFerrari 458 Italia-ას სიმაღლე 1213 მმ-ია) ქარსარისი მინის დახრის კუთხე კი მხოლოდ 13 გრადუსი, რაც ბევრი ექსპერტის ვარაუდითადექვატური ხილვადობის ზღვარი იყო.

მანქანის ბრწყინვალე დიზაინს ავსებს პანორამული შუშის სახურავი და გამჭირვალე კარი. უჩვეულო დიზაინის ალუმინის დისკები კიხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

ექსტერიერზე არანაკლებ მიმზიდველია  Maserati Boomerang-ის მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი სალონი.

ყველა მოწყობილობა უზარმაზარი საჭის ირგვლივაა განლაგებული.”

მძღოლი და მგზავრი უზარმაზარ სავარძლებში თავსდებიან, რაც მოცულობით დიდი ავტომობილის წარმოდგენას ქმნის.

“Maserati Boomerang- ერთ ეგზემპლარად დამზადდა. 1974 წელს, ბარსელონის გამოფენაზე,”

მანქანა კერძო კოლექციონერმა იყიდა. მანქანა 1990 წელს გამოჩნდა საფრანგეთში, ელეგანტურობის Bagatelle Concours შეჯიბრზე. მანქამანრამდენიმე მფლობელი შეიცვალა, იშვიათად ჩნდებოდა საგამოფენო შოუებზე რესტავრირებული სახით, სადაც უპირობოდ მთავარი პრიზებისადა ჯილდოების მფლობელი იყო.

წელს ავტომობილი ახალ მფლობელს ეძებს. Bohnams-ის ცნობილ აუქციონზე მისი ვინაობა გაირკვევა.

ექსტრავაგანტული  Maserati Boomerang- სოლიდურ თანხად $4 მლნად ფასობს.”

მანქანა საუცხოოდ გამოიყურება და ჩვეულებრივ გზებზე თავისუფლად მოძრაობს.

წყარო