Lyanna – ლიტერატურულ კრიტიკაში სხვაობის ძიება აზრის ძიებას ნიშნავს

110

ლიტერატურულ კრიტიკაში სხვაობის ძიება აზრის ძიებას ნიშნავს. მაგალითად თუკი ისტორიული რეალობა გვაჩვენებს რომ ორი კულტურა ხშირად მაშინ გადაიკვეთება როდესაც ერთი ძალა დამპყრობელია ხოლო მეორე დაპყრობილი, პოსტკოლონიალური ლიტერატურა გვანახებს რომ კოლონიზირებული კულტურა, რომელსაც ხელში პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული, ეგზოტიკური და მიუღებელი კოლონიზატორისთვის

მაგრამ იგი ვერასდროს იქნება უმნიშვნელო. მნიშვნელობის ძიება ლიტერატურაში არ გავსრეალურ სამყაროში აზროვნების ფორმას. ლიტერატურას კარგად ესმის შედარების აუცილებლობა რომელიც ახალი აზრის დაბადების საწინდარია.

ლიტერატურულ კრიტიკაში ინტერ ტექსტუალური მიმოხილვა გულისხმობს ტექსტის მნიშვნელობის ძიებას სხვა კულტურულ კონტექსტში. თანამედროვე ოდისევსის დაბადება დუბლინში იმის მანიშნებელია რომ გმირობის იდეა ელინისტურ ლიტერატურაში ტრანსცენდენტურია. თუკი გმირობის მნიშვნელობას საზღვრებში არ მოვაქცევთ არამედ გავათავისუფლებთ კულტურული ისტორიული თუ პოლიტიკური პირობისგან მივხვდებით რომ ფუნდამენტური განსხავება ულისეს და ოდისეას პერსონაჟებს შორის საბოლოო ჯამში მსგავსებას წარმოადგენს.

ლიტერატურაში მნიშვნელობას შედარების მეთოდით ვეძებთ. მაგალითად ჰენრი ჯეიმსის პესონაჟი დეიზი მილერი გაბედულობის და თავისუფლების სიმბოლოა, რადგან მისი მსგავსი ტექსტში არავინაა. არა იმიტომ რომ ჯეიმსი პერსონჟების ნაკლებობას უჩივის არამედ იმიტომ რომ ყველა სხვა ქალი პერსონაჟი ნაწარმოებში დეიზისგან კულტურულად და იდეურად განსხვავებულია. გასათვალისწინებელია ისიც რომ ლიტერატურული შედარება გულისხმობს სხვაობის და მსგავსების ძიებას მაგრამ არ გულისხმობს საუკეთესოსგამორჩევას.

ვინ როგორი წარამტებით დაიწყო, გაშალა და დაასრულა ტექსტი ლიტერატურული კრიტიკოსების ამოცანაა. შედარებითი ლიტერატურა ეძებს ადამიანურ განცდებს რომელიც უნივერსალურია ყველა კულტურისათვის, იგი ათავისუფლებს ლიტერატურას საზღვრებისგან მაგრამ არ უარყოფს ტექსტის მნიშვნელობის ძიების აუცილებლობას იმ კულტურულ კონტექსტში რომელშიც იგი შეიქმნა.

ასეთი ტიპის ტექსტობრივი ინტერპრეტაცია ლიტერატურას კონკრეტულ ფუნქციას აკირსებს. ლიტერატურა ხდება ახლო ჭრილში დანახული საერთო და არა საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება.

აუცილებელია დაისვას კითხვა სად არის ქართული ლიტერატურა ამ ყველაფერთან მიმართებაში?

საქმე იმაშია რომ ქალის სახეები ვეფხსიტყაოსანში მუდამ ქართული ლეტრატურის ნაწილი იქნება მაგრამ რა საჭიროა ასეთი სახეების არსებობა თუკი მათი მნიშვნელობის აქტუალურობა დღევანდელ დღეს უცნობია?

ქართველი მკითხველისთვის ხშირად ტექსტის ინტერპრეტაცია მთავრდება იქ სადაც მთავრდება მწერლის თუ პოეტის მოღვაწეობის წლები რაც ნიშნავს იმას რომ კლასიკური ლიტერატურიდან თანამედროვე ლიტერატურამდე ქართველ მკითხევლს გზა არ გაუჩეხავს.

ლიტერატურა კი ისეთი ამბავია რომ დღევანდელზე გუშინ გიყვება და მკითხველი თუ გუშინდელს ვერ მიხვდა დღევანდლისას რას გაიგებს?

ქართველი მკითხველისათვის ქართული ნაწარმოების ანალიზი და მისი წარმოდგენაგლობა ლურლიტერატურულ ჭრილში სირთულესთან არ არის დაკავშირებული რადგან ამ შემთხვევაში ტექსტს და მკითხვველს შორის კულტურული და ენობრივი ბარიერი არ არსებობს. მაგრამ ხშირად ქართველი მკითხევლისათვის ქართული ლიტერატურის ადგილი მსოფლიო ასპარეზზე არ მოიძებნება რადგან იგი სპეციფიკურ კულტურულ თემებს ეხება.

ეს შეხედულება მცდარია და ერთ-ერთი მიზეზია იმისა რომ ქართველი მკითხველისათვის რომელიმე კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოები კონტექსტიდან ამოღებულ წინადადებას ჰგავს და ფართო ისტორიულ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ჭრილში მისი მნიშვნელობის ძიება არ ხერხდება.

ქართული ნაწარმოების ინტერპრეტაცია მრავალ თემას უნდა მოიცავდეს თუნდაც ისეთს რომელიც ქართულ კულტურაში ნაკლებად პოპულარულია (მაგალითად ფემინიზმი).

Hutcheson Macaulay Posnett-ი არ ცდებოდა როდესაც თქვა რომ კონკრეტულმა ჯგუფემბა, ისევე როგორც პიროვნებებმა უნდა წარმოიდგინონ საკუთარი თავი, საკუთარი ასოციაციების მიღმა თუკი მათ სურთ საკუთარი რაობის გაგება.