BBC: 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ფილმი!

258

რამდენიმე თვის წინ BBC-მ ერთად შეკრიბა აშშ-ს საუკეთესო კინო კრიტიკოსები და მიმომხილველები და გამოავლინა 21-ე საუკუნის საუკეთესო 100 ფილმი. ჩვენ აქ მხოლოდ იმ პირველ ათ ფილმს წარმოგიდგენთ, რომელიც ტელეარხის მიერ არჩეულმა კრიტიკოსებმა 2000-იანი წლების საუკეთესო სურათებად გამოავლინეს.

10. მოხუცების ადგილი აქ არ არის / No Country for Old Men (Joel and Ethan Coen, 2007)

რიო გრანდეს მახლობლად, მონადირე სახელად ლიველინ მოსი, შემთხვევით წააწყდება გვამებს, ჰეროინის პარტიას და 2 მილიონ დოლარს. მოსი ფულს აიღებს, ამით კატასტროფული სისასტიკის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც კანონიც ვერ შეაჩერებს, მობერებული შერიფის – ბელის სახით.

 

9. ნადერისა და სიმინის განქორწინება / A Separation  (Asghar Farhadi, 2011) 

9

ცოლ-ქმარმა ნადერმა და სიმინმა გადაწყვიტეს ირანიდან წასვლა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, მაგრამ ნადერმა მაინც გადაწყვიტა დარჩეს მამასთან, რომელიც დაავადებულია ალცჰაიმერის დაავადებთ. სიმინი განცხადებას შეიტანას გაყრაზე იმის იმედით, რომ მაინც გაემგზავრება ირანიდან თავის 11 წლის ქალიშვილთან ერთად, მაგრამ სასამართლო არ ღებულობს მის სასარგებლო გადაწყვეტილებას.

 

8. ერთი და ორი / Yi Yi: A One and a Two (Edward Yang, 2000)

3

ენჯეი უკვე ორმოცს გადაცილდა და ძლიერ განიცდის სამსახურეობრივ პრობლემებს. ამას ემატება ოჯახიც – სიდედრი კომაშია, ცოლს სულიერი კრიზისი აქვს, ქალიშვილს პირველად შეუყვარდა, ვაჟი კი თავისი რვა წლის ასაკისთვის მეტისმეტად ბრძენია. მოულოდნელი შეხვედრა ყოფილ შეყვარებულ შერისთან, რომელიც ენჯეიმ მრავალი წლის წინ მიატოვა, ახალი ცხოვრების დაწყების შანსია…

 

7. ცხოვრების ხე / The Tree of Life  (Terrence Malick, 2011)

7

ფილმში ვხედავთ 11 წლის ჯეიკის განვითარებას, რომელიც ერთ-ერთია სამი ძმიდან. თავიდან ბიჭს ყველაფერი მშვენიერი ეჩვენება. იგი ემოციურად აკვირდება დედის ქცევას, რომელიც სიყვარულსა და მოწყალებას წარმოადგენს იმ დროს, როცა მამა ცდილობს ვაჟს ასწავლოს, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენო. მშობლებიდან ორივე ცდილობს ჯეკი თავის მხარეს გადაიყვანოს, და ისიც უნდა შეეგუოს მათ მცდელობებს. რეალობა პირქუში ხდება, როცა მთავარი გმირი პირველად შეეყრება ტკივილს, სასოწარკვეთას და სიკვდილს. ოდესღაც აბსოლუტურად ნათელი სამყარო ლაბირინთად იქცევა.

 

6. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება/ Eternal Sunshine of the Spotless Mind (Michel Gondry, 2004)

6-1

დიდი ხნის წარუმატებელი თანაცხოვრების შემდეგ ჯოელმა და კლემენტინამ გადაწყვიტეს მეცნიერული ჩარევის შედეგად გონებიდან ამოიშალონ მეხსიერების ის ნაწილები, სადაც ერთმანეთის შესახებ ცუდ მოგონებებს ინახავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ რაც უფრო ნაკლებათ იქნებიან ინფორმირებული, მით მეტად ეყვარება ერთმანეთი.

 

5. ბავშვობა / Boyhood (Richard Linklater, 2014)

5

სიუჟეტის ცენტრშია – მეისონი, რომლის მშობლებიც განქორწინდებიან. ფილმში ნაჩვენებია 6-18 წლამდე პიროვნების გარდაქმნა, მისი ისტორიები,ურთიერთობები მშობლებთან და ა.შ…

 

4. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი /Spirited Away (Hayao Miyazaki, 2001)

4-1

ოსკარის მფლობელი იაპონური ანიმაცია, 10 წლის გოგონას ამბავს მოგვითხრობს. ჩიჰირო ცდილობს დაეხმაროს მშობლებს, რომლებიც ბოროტმა ჯადოქარმა ღორებად გადააქცია.

 

3. ნავთობი / There Will Be Blood (Paul Thomas Anderson, 2007)

3]

ფილმის სიუჟეტი 1920 წლის ბოლოს, კალიფორნიაში ვითარდება და ნავთობმომპოვებელი კომპანიის აღმავლობის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მფლობელიც ამბიციური და უგულო მაგნატი გახლავთ.

 

2. სასიყვარულო განწყობა / In the Mood for Love (Wong Kar-wai, 2000)

2

ფილმის მოქმედება ჰონკონგში ხდება, 1962 წელს. ჟურნალისტი ჩოუ მოვანი და სუ ლიუჩჟენი, ერთი და იგივე დღეს სახლდებიან მეზობელ ოთახებში. ორივეს ყავს მეუღლე, რომელიც სამსახურში გვიანობამდე რჩება. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. მაგრამ ეს მეგობრობაზე მეტია. ეს არის სიყვარული, მინიმალური შეხებით, მაგრამ წარმოუდგენელი ემოციებითა და განცდით.

 

1. მალჰოლენდ დრაივი / Mulholland Drive (David Lynch, 2001)

1-1

მალჰოლენდ დრაივზე სამანქანო ავარიის შემდეგ ქალს ამნეზია ემართება, ირჩევს ახალ სახელს – რიტას, ფილმის „რიტა ჰეივორტ“–ის სარეკლამო აფიშიდან……

 

წყარო