თქვენ შეიძლება ათასობით კილომეტრით შორს იყოთ, მაგრამ თქვენი პროექტი ყოველთვის თქვენს თვალწინ იქნება.

UrbanX სრულად მართავს თქვენს სამშენებლო პროექტს — მიწის შერჩევიდან და პროექტირებიდან, მშენებლობასა და გასაღების ჩაბარებამდე.

თქვენ კი აკონტროლებთ თითოეულ ეტაპს დისტანციურად, საქართველოში  ყოფნის გარეშე.

სადაც არ უნდა იყოთ თქვენ ხედავთ პროცესს.

24/7 მონიტორინგი
თვალი ადევნეთ მიმდინარე სამუშაოებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს.

ყოველდღიური ანგარიში
მიიღეთ ყოველდღიური ინფორმაცია შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ პირდაპირ თქვენს ელფოსტაზე.

პირადი ასისტენტი
გეყოლებათ პირადი ასისტენტი, რომელიც იცნობს თქვენი პროექტის თითოეულ ეტაპს, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას და საჭირო ინფორმაციას დროულად მოგაწვდით.

სრული სამშენებლო ციკლი
ერთი პასუხისმგებელი გუნდი მთელი პროცესისთვის:

მიწის შერჩევა → ტერიტორიის კვლევა → არქიტექტურული და საინჟინრო პროექტირება → ხარჯთაღრიცხვა → ნებართვები და შეთანხმებები → მშენებლობა → საინჟინრო სისტემები → ინტერიერი და ექსტერიერი → კეთილმოწყობა → საბოლოო ჩაბარება

ერთი გუნდი. სრული კონტროლი. ნებისმიერი მანძილიდან.

იქნება ეს კერძო სახლი, კომერციული სივრცე, საინვესტიციო თუ ინდუსტრიული პროექტი — UrbanX უზრუნველყოფს სრულ სამშენებლო პროცესს საქართველოში, სანამ თქვენ აგრძელებთ ცხოვრებასა და საქმიანობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

თქვენ განსაზღვრავთ მიზანს.
ჩვენ ვმართავთ პროცესს.
თქვენ ხედავთ შედეგს.

დაიწყეთ თქვენი პროექტი საქართველოში

დაგვიკავშირდით და მიიღეთ პირველადი კონსულტაცია. ერთად განვიხილავთ თქვენს იდეას, პროექტის შესაძლებლობებს, განხორციელების ეტაპებსა და შემდეგ ნაბიჯებს.

UrbanX — ააშენეთ საქართველოში, სადაც არ უნდა იყოთ.