8 ყველაზე გამაღიზიანებელი პოსტი სოციალურ ქსელებში

132

საჭმელების ფოტოები

არავის აინტერესებს, რას ჭამთ. მით უმეტეს, ეს “კაპუჩინო ზედხედით”.

ფეხების ფოტოები

ერთადერთი, რაც შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე “კაპუჩინო ზედხედით” – ფოტოების სერიაა “ჩემი სხეულის ნაწილები შვებულებაშია”. როგორც წესი, შვებულებაში არიან ხოლმე ფეხები… ფეხები აუზთან, ფეხები ქვიშაში, ფეხები შეზლონგზე. გსურთ ვინმე გააკვირვოთ? – მაშინ მოიჭერით ისინი!

სელფები სიბნელეში

გასაგებია, რომ გსურთ მოისმინოთ: “შესანიშნავად გამოიყურები”, მაგრამ თავის მოწესრიგება გეზარებათ. მოდი, გულახდილები ვიყოთ – ყველა სულელმა იცის, რას მალავს თქვენი ჩაბნელებული ფოტო, რომელიც “ინსტაგრამის” ფილტრშია გატარებული. რა თქმა უნდა, კონკიას არა. გამონაყარს, ნაოჭებს ან მესამე კათხა ლუდს, რომელიც ამ საღამოს აშკარად ზედმეტი იყო.

“ღამის 2 საათია, მე კიდევ სამსახურში ვარ” – ამ ტიპის სამსახურებრივი პასაჟები

გასაგებია, რომ ბევრს მუშაობთ, გვჯერა, გვჯერა. და იმედი გვაქვს, რომ თქვენი FB მეგობრებში მყოფი შეფიც კითხულობს და სიხარულის ცრემლს იმშრალებს. მაგრამ ერთი სამწუხარო ამბავია: ეს პოსტი მისთვის არის დაწერილი, მაგრამ რატომღაც ჩვენ ვკითხულობთ.

ღრმაშინაარსობრივი ორაზროვანი გამონათქვამები

გულწრფელად გაუგებარია, რა რეაქცია უნდა გვქონდეს მსგავს პოსტებზე: “ყველაფერი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა”. ან ტრიგონომეტრიულ ამოცანას ხსნით, ან ბავშვის სათამაშო კუბებით ისაუზმეთ და გაჭირვებული ზიხართ ტუალეტში. ნუ გვამკითხავებთ!

გაუთავებელი ჩექ-ინები

ადამიანი, რომელმაც იცის, სად წავიღო იმის ცოდნა, რომ “თაკო იყო კაფეში”, ერთმნიშვნელოვნად ნობელის პრემია ეკუთვნის.

დემონსტრაციული გახდომა

არა, ჩვენ ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ მთელი დღე კომბოსტოს ერთ ფურცელს ღეჭავ და კარტოფილის ნახარშს აყოლებ, და რომ 350 გრ უკვე დაიკელი.

პოზიტივები

სამწუხაროდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამუდმებით იღიმიან იდიოტები. ცუდად ნუ გაიგებ – როცა ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ შენს “გამოვაცხვე საუცხოო ღვეზელი, მზე ანათებს, ჩემი ახალი კედებით მივდივარ სასეირნოდ”, ვფიქრობთ, რომ შენ… ეეჰ..

წყარო