5 წუთი დაიანა რედსთან ერთად (+ ფოტო გალერეა)

347

რა მაყენებს კარგ განწყობაზე?  შესაძლებლობა დავეხმარო სხვებს და დავინახო ღიმილი მათ სახეებზე…”

 

23 წლის დაიანა რადოვანოვიჩი ელვის სისწრაფით იპყრობს ჩრდილოეთ ამერიკის პოდიუმს, წარმოშობით სერბი მოდელი ამავდროულად „მის უნივერს კანადა 2012“-ია, c-heads magazineმას ერთ ერთი გადაღების დროს ესაუბრა

მოდელის ეტალონი შენთვის?!…

როდესაც ვახსენებ სიტყვა ეტალონს, მაშინვე მახსენდება ქეით მოსი, მან შეძლო და აწია სტანდარტი, ახალ დონეზე აიყვანა მოდელის ხელოვნება, მიუხედავად ასაკისა ჯერ კიდევ პოდიუმზეა და ის არის მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი

სამყარო facebook-ისა და Instagram-ის გარეშე ?!…

მე ყველაფერს ვაკეთებ სოციალურ ქსელებში, ვეკონტაქტები ადამიანებს, მიყვარდება და მძულდება მისი საშუალებით, ეს არის ძალიან კარგი ადგილი იმისათვის რომ იკონტაქტო, მიუხედავად ფიზიკური სიშორისა, ტუმცა ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, სოციალური ქსელები უფრო და უფრო გვაშორებს რეალობას და ეს სიმართლე გითხრათ, ძალიან მაშინებს

რა გაგრძნობინებს თავს კარგად?…

რა მაყენებს კარგ განწყობაზე? შესაძლებლობა დავეხმარო სხვებს და დავინახო ღიმილი მათ სახეებზე, შევძლო და რამე მაინც შევცვალო მათ ცხოვრებაში უკეთესობისკენ და დავინახო ისინი ბედნიერები

ხარ კამერის წინ როდესმე მორცხვი?…

რაც უფრო მეტ დროს ვატარებ კამერის წინ მით უფრო ნაკლებად მორცხვი ვხდები,  ადრე ვიყავი – ახლა აღარ, როდესაც რამეს მუდმივად აკეტებ ეჩვევი და უფრო ბუნებრივად გრძნობ თავს, მეც მასე ვარ…

საყვარელი ადგილი სადაც გიყვარს ყოფნა?!…

 

ბუნებაში ყველგან… მთაში, ტყეში, ზღვაზე… ამომირჩიეთ რომელიც გინდათ და გეტყვით, რომ მინდა იქ ყოფნა  🙂