5 კაფე თბილისში, რომელსაც უნდა ესტუმრო

1363

თავს უფლება მივეცით გამოგვევლინა და თქვენთვის შემოგვეთავაზებინა 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და თავისმხრივ საინტერესო კაფე, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიტური გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. გთავაზობთ ხუთეულს:

1. „ეზო“

​თამამად შეიძება იმის თქმა, რომ ეზო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გემოვნებიანი კაფეა თბილისში, სადაც მეგობრებთან ერთად ან თუმად მარტო არაჩვეულებრივად გაატარებ დროს.

საინტერესოა იმ კუთხით, რომ ეზო თავის სტუმრებს ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. ინტერიერზეც ბევრი უშრომიათ. ასევე მომხმარებელთან კომუნიკაციის ძალიან კარგი მეთოდი აქვთ შერჩეული. მათ ფეისბუქ გვერდზე შეხვდებით ბლოგებს, საიდანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და საშუალება გექნებათ შიდა სამზარეულოშიც შეიხედოთ და გაიცნოთ სტაფის წევრები. რაც შეეხება მენიუს: დააგემოვნებთ, როგორც ტრადიციულ, ასე ევროპულ კერძებს.

ეზო მდებარეობს ქიქოძის 16 ნომერში.

 

2. „კოფეინი“ თამარაშვილზე

თამარაშვილის 13 ნომერში, ძველი იპოდრომის შესასვლელთან თუ ჩაივლით, თვალში აუციებლად მოგხვდებათ ბრიტანული წითელი ავტობუსი და თუ კარგად არ დააკვირდებით, შეიძლება ვერც კი მიხვდეთ რომ იქ კაფეა. ვიტყვი (და ალბათ ბევრიც დამეთანხმება), რომ საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო იდეაა. ლონდონის ქუჩებში მოსიარულე ავტობუსი თბილისში ჩამოიყვანეს და შიგნით კაფე გააკეთეს. მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ეს ავტობუსი, მეორე სართულზე სტუმრებისთვის პატარა ბიბლიოთეკაცაა მოწყობილი. ასე, რომ შეგიძლიათ ამ უჩვეულო გარემოში მიირთვათ საფირმო სენდვიჩი და უგემრიელესი იტალიური ყავა, თან წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი ან ჟურნალი. აღასანიშნავია ისიც, რომ მსგავი ტიპის კაფეს თბილისში ვერსად შეხვდებით.

3 „ო, მოდა, მოდა“ 

კაფე ო, მოდა, მოდ,ა ბარნოვის 64-ში მდებარეობს. ის ძველ, ბუხრიან სახლშია მოწყობილი, რაც უშუალო გარემოს ქმნის. კაფე კონცეპტუალურ მაღაზიასთანაა შეთავსებული, სადაც სხვადასხვა მოდური აქსესუარების და კაბების შეძენაა ესაძლებელი. ო, მოდა, მოდა კონცენტრირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულ მომხმარებლებზე, რომელთაც საშუალება აქვთ ღია სამზარეულოში შეიხედონ და თავად ნახონ, როგორ მზადდება მათი საყვარელი გემრიელობები. თბილ ამინდებში გამწვანეულ ეზოშიც გიმასპინძლებენ.
4. „კანტინა ბაი ბონტემპი“

​კანტინა – პირველი პინსერიაა საქართველოში, რომელიც ცინცაძის 16 ნომერში მდებარეობს. პინსა თანამედროვე პიცას წინაპარია, რადგან მისი მომზადება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. აღსანიშნავია რომ პინსას ცხობის ტექნიკა და ინგრედიენტები სრულიად განსხვავდება პიცისგან. ის ბევრად უფრო ჯანსაღი და ჰაეროვანია. გარდა ამისა კანტინაში ბევრ სხვა იტალიურ (და არამხოლოდ) კერძებს და სასმელებს შემოგთავაზებენ. კაფე მინიმალისტურ და არა ფორმალურ სტილშია გადაწყვეტილი.
5. ანტიკაფე „კუთხე“

ანტიკაფე თავისი კონცეფციიდან გამომდინარე თავისთავად საინტერესოა, რადგან აქ ფულს არა შეკვეთაში, არამედ დროში იხდი. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, ანტიკაფეში მენიუ არ არსებობს და არ გთავაზობენ კერძებს. ფულს საათობრივად, გატარებულ დროში იხდი, ხოლო ყავა და სასუსნავები უფასოა. კონცეფცია ევროპაში და ამერიკაში უკვე კარგადაა ცნობილი, თუმცა საქართველოში სულ რაღაც 2 წელია რაც გაიხსნა. შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა „ფულს რაში ვიხდი? რა შემიძლია გავაკეთო ანტიკაფეში?“ – აქ სამაგიდო თამაშების მრავალფეროვან არჩევანს და სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს გთავაზობენ. ხშირად ეწყობა პოეზიის საღამოები, არტ გამოფენები და უკვე ტრადიციად  ქცეული წიგნის კლუბი.

„კუთხე“ მდებარეობს შალვა დადიანის 30 ნომერში.
დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თბილისში ბევრი სხვა საინტერესო და ორიგინალური კაფეებიც არსებობს. სწორედ ამიტომ საშუალებას გაძლევთ კომენტარის სახით თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ და მომდევნო პოსტში სწორედ მათზე ვისაუბრებთ. 

 

Guest N13