რა ხიბლავს ყველაზე მეტად კრისტენ სტიუარტს?

125
www.hdnicewallpapers.com

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისების შესახებ: ჩემთვის, ყველაზე მიმზიდველი ადამიანში, არის ქარიზმა -როდესაც გრძნობებს თავისუფლად გამოხატავს. ამის გადმოცემა შეუძლებელია,  უბრალოდ მაშინვე გრძნობ, როდესაც ადამიანს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა ახასიათებს, ეს ყველას არ გააჩნია. აი რას ვაფასებ ყველაზე ძალიან.

ჩაკეტილი ხასიათის შესახებ:  რაიმე მნიშვნელოვანის შესაქმნელად, აუცილებელია პირველ რიგში საკუთარი თავი შეიცნო, ეს მოითხოვს შენს ფიქრებთან განმარტოებას. შემომქმედი ადამიანების უმრავლესობა, სწორედ ასეთია. იმისათვის, რომ შენი ნამუშევარით იამაყო,  უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ

შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენების შესახებ: „ყველა პერსონაჟი, თანაბრად ძვირფასია ჩემთვის. მათი განსახიერება, უდიდესი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც თავიანთ სულს და გულს დებენ ამ საქმეში. ეს მე ენთუზიაზმს მმატებს და სითამამისკენ მიბძიგებს.

ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  გადაღებები დასრულებისას :“მიყვარს საკუთარი თავის ექსტრემალურ სიტუაციებში ჩაყენება, ტკივილის განცდა. თავს ყველაზე ბედნიერად მაშინ ვგრძნობ, როცა ვხვდები, რომ  საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე და  თავი არ დამიზოგავს. შედეგი ამად ნამდვილად ღირს. მოცემული შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო. ციცინათელას დაჭერასავით არის, ერთ წამში თუ ვერ მოასწარი, მერე უკვე გვიანია“

წყარო