პირველი ქართველი თანამშრომელი ევროპის „MICROSOFT“-ში

50

იცით რას გულისხმობს ტერმინი ხელოვნური ინტელექტი? ალბათ ბევრმა იცით, ვინც არ იცით, მათთვის: ჯონ მაკარტის მიხედვით (მეცნიერი რომელმაც ტერმინი პირველად იხმარა 1955 წელს), ხელოვნური ინტელექტი გულისხმობს პროგრამასა თუ კომპიუტერს, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს, როგორსაც ადამიანი, ისე იაზროვნებს, როგორც ადამიანი. ხელოვნური ინტელექტი, ასევე არის მეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ინტელექტუარი პროგრამისა და კომპიურეტის შექმნის საკითხებს.

იცით თუ არა რომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი არსებობს. დეპარტამენტი დაარსდა 2003 წელს მანქანური სწავლების სამეცნიერო და სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ შეიქმნა 1999 წელს პროფესორების ოთარ ვერულავასა და რამაზ ხუროძის თაოსნობით.

ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კვლევები, რომლებშიდაც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ. მაგალითად: ქართული ენის კომპიუტერიზაციის პროექტი, რომელიც მრავალ აქტუალურ და საჭირო ამოცანას მოიცავს და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა გააჩნია. ასევე სრულდება კვლე­ვები ნეიროინფორმატიკის, ბიოინფორმატიკის, ბიომეტრიის, გამოსახულებათა დამუშავების და ბუნებრივი ენის შემუშავების მიმართულებით.

სწორედ ამ მიმართულების კურსდამთავრებული, სოფო შინჯიკაშვილი გვინდა გაგაცნოთ, რატომ? ეს ახალგაზრდა გოგონა ცოტა ხნის წინ „MICROSOFT”-ში მიიწვიეს სამუშაოდ. დიახ, სოფო პირველი ქართველია, ვინც ევროპის „MICROSOFT“-ის თანამშრომელი გახდა:

_ მე ვარ სოფო შინჯიკაშვილი. დავამთავრე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა. სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე. ტექნიკურ უნივერსიტეტზე იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ მხოლოდ აქ არის ხელოვნური ინტელექტის კათედრა. ერთადერთი პროექტი და ერთადერთი ადამიანი ვინც მუშაობს ქართული ენის ავტომატურ თარგმნაზე, არის ბატონი კონსტანტინე ფხაკაძე. მე ვმუშაობდი ფრანგული ენის განხრით, მოდელი მორგებულია ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მსგავსი პროტოტიპი, ვცადეთ ფრანგულთან მიმართებაში გაგვეკეთებინა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ოღონდ ეს ჯერ პროტოტიპის დონეზეა და მოცულობით იმდენად შრომატევადი და დიდია, რომ პრაქტიკული გამოყენება, ჯერ არ აქვს. ძალიან ბევრი ტექნიკური სირთულეა, დიდი გამოწვევებია, მაიტომ ჯერ მინდა როგორც პროგრამისტს, მაღალი დონის განათლება მქონდეს, რათა ტექნიკური ხაზით პრობლემები არ შემექმნას, შემდეგ კი მხოლოდ იდეური საკითხები იქნება გადასაჭრელი.

_ პროფესია თავად აირჩიე, თუ ვინმე დაგეხმარა?

_ პროფესიის არჩევა მისტიურად მოხდა, თავიდან საერთოდ სხვა მხარეს, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაპირებდი ჩაბარებას, ამ იდეით დავიწყე აბიტურიენტობაც… სასულიერო გიმნაზია დავამთავრე, სადაც მათემატიკის შესანიშნავი მასწავლებლები მყავდა. გადამწყვეტი როლი მათ შორის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ითამაშა, რომელმაც აბიტურიენტობისას სულ სხვა თვალით დამანახა შესაძლებლობები, რასაც მათემატიკა გაძლევს და უკვე წლის ბოლოს ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჰუმანიტარობას ვერ შევძლებდი. მალევე, არჩევანი იმ დარგზე შევაჩერე, სადაც მათემატიკა ერწყმის კრეატივს და გაძლევს უდიდეს შესაძლებლობებს, არ გაქცევს ჩარჩოებში და არ აქვს „დრესკოდი“.

უნივერსტეტზე ბევრი არც მიფიქრია. თსუ იმ ღირებულებებს შორის ერთ-ერთია, რომლებითაც ვამაყობ როგორც ქართველი და სტატუსი “თესეუელი” პატივით მოვირგე. არ იყო ადვილი ჩემთვის იმ ძალიან მაგარ და ნიჭიერ ბავშვებთან ერთად სწავლა, რომლებიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს ასე მრავლად ჰყავს. მათთან ერთად სწავლის პროცესი ორმაგად სასიამოვნოა. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც როგორც ქართული, ასევე ფრანგული პროგრამის ფარგლებში მასწავლიდნენ. უდიდესი მადლობა მათ. მოკლედ რომ შევაფასო სტუდენტობის წლები-არ იყო მარტივი. ღელვა, შფოთვა და გათენებული ღამეები იყო უმეტესად. თუმცა, ჩემი აზრით, სწორედ ასე ხდება ყველაზე დიდი გარდატეხები.

_ როგორ მოხვდით „MICROSOFT”-ში?

_ პროფესიას უნდა ხედავდე, როგორც შემოქმედებით საქმიანობას და არა მხოლოდ როგორც კარგი შემოსავლის წყაროს. ცდილობდე სულ თვითგანვითარებას და გაურბოდე კომფორტის ზონებს. უნდა შეიქმნა სამუშაო გარ პრაღაში. ეს ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო ჩემთვის. მახსოვს,რომ რამდენიმე დღით ადრე, ღამე,უკვე ვეღარ ვიძინებდი, როგორც კი ჩამეძნებოდა, მესიზმრებოდა რომელიმე ალგორითმი, რაც ჯერ არ მქონდა გარჩეული და მეღვიძებოდა, რომ დრო არ დამეკარგა. ყველა გასაუბრება უზომოდ საინტერესო იყო, სავსე ტექნიკური კითხვებითა და დავალებებით. თუმცა, მათთან ერთად იყო ისეთი კითხვებიც, რომლებსაც სწორი პასუხი არ აქვს,რომლებიც უბრალოდ გეკითხება შენს აზრს ამა თუ იმ კონცეფციასთან დაკავშირებით. ალბათ,ამითაცაა მაიკროსოფტი გამორჩეული, რომ თითოეული თანამშრომელის აზრს აფასებს და ინდივიდუალურად ეპყრობა მათ.

ელ. წერილი რომ მივიღე, რითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მატყობინებდნენ, კითხვა არ დამიწყია, უბრალოდ თვალით ვეძებდი სიტყვებს “გილოცავთ” ან “სამწუხაროდ”. “გილოცავთ” ვიპოვე. მეტი არც არაფერი წამიკითხავს იმ ეტაპზე. მარტივი არ იყო, დიდი ენერგია და ემოცია დავხარჯე, მაგრამ რადგან მე შევძელი, სხვაც შეძლებს. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი ორ რამეს : 1)დაისახონ მიზნები, საკუთარი მიზნები და არა ისინი, რომლებიც გავრცელებულია. ოღონდ ჯერ სურვილსა და მიზანს შორის განსხვავება გაითავისონ. არ მიაქციონ ყურადღება ფრაზებს “ეგრე მარტივი ხომ არაა?!”, “რამე უფრო გოგოს შესაფერისი რომ გეცადა?!”და ა.შ. ასეთი ფრაზების დროს სულ მახსენდება ხოლმე ნისლ ბორის გაკეთებული წარწერა თსუ-ს ფიზიკის აუდიტორიაზე “წინააღმდეგობა არ არის უარყოფა, ის მხოლოდ დამატებაა”. 2) ისწავლეთ. ისწავლეთ სულ, გამუდმებით. ჩვენს პროფესიაში არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დიპლომს აიღებთ, მაინც გამუდმებით უნდა სწავლობდეთ იმისთვის, რომ იმ დინამიკას აჰყვეთ რაც აქ ტრიალებს. ასევე გირჩევდით, რაღაც ეტაპზე ნუ იტყვით, რომ აი, მორჩა “შევდექი” და ახლა დროა “დავისვენო”, როგორც კი ამას იზამთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდება.

მე, როგორც უკვე აღვნიშნე, მაიკროსოფტის პრაღის ფილიალში ვმუშაობ, რომელიც მაიკროსოფტის ყველაზე დიდი დეველოპრული ცენტრია ევროპაში. აქ ორმოცამდე განსხვავებული ეროვნების ადამიანი მუშაობს და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო პირველი ქართველი მათ რიგებში. პრაღაში ჩემს ქმართან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად, ისიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. ეს ქალაქი ძალიან მოგვწონს თავის დიდი კულტურული ჩარჩოებითა და უნიკალური დეტალებით. ვცდილობთ ენის სწავლასა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება მინდა, მაიკრსოფტთან ერთად, დიდი საქმეები ვაკეთო – განვვითარდე და ბევრი ვისწავლო, აქ იმდენ ვირტუოზ პროფესიონალთან ერთად მიწევს მუაობა რომ, ვფიქრობ, იდეალური ადგილია ამისთვის.

_ როცა მომავალზე ფიქრობთ…

_ როცა მომავალზე ვფიქრობ, ცხადად ვხედავ ქართული ავტომატური თარგმნის სისტემას, სადაც დიდი იმედი მაქვს ჩემი წვლილიც იქნება. სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ამ თემაზე გავაკეთე საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში, პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის ხელმძღვანელობით. მინდა ქართული ენა ავტომატურად თარგმნადი იყოს, ვფიქრობ ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ენისთვის, ამიტომ ჩემს სამომავლო გეგმებში აუცილებლად შედის ამ თემასთან მიბრუნება სათანადო ცოდნა-გამოცდილების შემატების შემდეგ. ასევე გეგმას ვერ დავარქმევ, მაგრამ კადრად წარმოვიდგენ ხოლმე ამ ავტომატური მთარგმნელის პრეზენტაციას როგორ ვაკეთებთ სოხუმში, რომელიმე ღონისძიებაზე, ვთქვათ ილია ვეკუას სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე, ის ხომ აფხაზეთიდან იყო. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლეც პრაღაშია, ისიც კომპიუტერების დარგში მოღვაწეობს, ოღონდ სისტემური ადმინისტრირების კუთხით.