ოჯახის სიწმინდის დაცვა მე ასე მესმის – თამარ ჩერგოლეიშვილი

105

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ოჯახის სიწმინდეს მინდა ჩავუღრმავდე. ოჯახის სიწმინდის დაცვა მე ასე მესმის:

ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ, ერთმანეთს არ ურტყამენ, ერთმანეთს არ ატყუებენ და ღალატობენ, ოჯახის დოვლათს ქმნიან, წესიერ შვილებს ზრდიან (თუ ყავთ) და ერთმანეთს გვერდში უდგანან ძნელბედობისას.

ვცდები? მგონი არა. ხოდა ვის შეუძლია თქვენი ოჯახის სიწმინდის შერყვნა თქვე დინოზავრებო, თავად თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გარდა?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.