ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­რებ­დი, მექ­ნე­ბო­და ჩემი სახ­ლი და მეტ­რო­თი ვიმ­გზავ­რებ­დი

194

2016 წელს მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა – ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, ლა­გო­დე­ხის სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნი­დან, სა­კუ­თა­რი ნი­ჭით მა­ყუ­რებ­ლის და ჟი­უ­რის ფა­ვო­რი­ტი და მე­გა­შოუ “ნი­ჭი­ე­რის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქარ­თუ­ლი შოუს ფა­ვო­რი­ტის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ბარ­ბა­რამ “ნი­ჭი­ე­რის” შე­სარ­ჩევ ტურ­ზე შე­ას­რუ­ლა, ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე Singers Got Talent-ზე აიტ­ვირ­თა და ვი­დეო რამ­დე­ნი­მე დღე­ში 3 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

სად არის დღეს , რას საქ­მი­ა­ნობს და რო­გორ ცხოვ­რობს გო­გო­ნა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც სამი წლის წინ სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბარ­ბა­რა ჯერ­ჯე­რო­ბით სუ­ლაც არ სწავ­ლობს, სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მალე კო­ლეჯს და­ას­რუ­ლებს და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან გა­რე­მოს დაც­ვის მე­ნე­ჯე­რი გახ­დე­ბა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მოს­წონს:

“ბოლო დროს უკვე ბევ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათ შო­რის ტრა­გი­კუ­ლიც, როცა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დნენ თუ და­ი­ღუპ­ნენ… სწავ­ლას რომ და­ვას­რუ­ლებთ, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას… ცუ­დია, რომ მუ­შე­ბი იღუ­პე­ბი­ან, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მი­ე­ხე­დოს.

ძა­ლი­ან მინ­და, რომ და­ვამ­თავ­რებ, ამ სფე­რო­ში ვი­მუ­შა­ვო, დავ­საქმდე. მერე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც უნდა ჩა­ვა­ბა­რო, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე… მა­ნამ­დე, ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას და­ვი­წყებ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მექ­ნე­ბა და ოჯახს ნაკ­ლე­ბად შე­ვა­წუ­ხებ.

რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ კო­ლე­ჯი უცო­დინ­რე­ბის თავ­შე­საყ­რე­ლი ად­გი­ლია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს, ანუ ჰგო­ნი­ათ, ვი­ღაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში თუ ვერ აბა­რებს, კო­ლე­ჯში ამი­ტომ ხვდე­ბა. ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ იმას, რომ იქ ვინ­მეს ცოდ­ნის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. მე ბევ­რი მის­ვამს კი­თხვას – რა მინ­დო­და კო­ლე­ჯში. უბ­რა­ლოდ მო­მინ­და, ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა და სტრე­ო­ტი­პი და­მენგრია, ზო­გა­დად მიყ­ვარს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა” – გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რა.

– პრო­ექ­ტის მო­გე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ბი­ნით და­გა­სა­ჩუქ­რეს. ბინა მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში იყო, დას­რულ­და და გად­მო­გე­ცა სა­ბო­ლო­ოდ?

– კი, გა­და­ვე­დი და დავ­ბი­ნავ­დი მო­გე­ბულ სახ­ლში, იქ ვცხოვ­რობ. ბინა გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზეა. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც დათ­ქმულ დრო­ზე ადრე ჩა­მა­ბა­რეს. სულ იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი – ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი ხარ და ამ­ხე­ლა სახ­ლი ჯერ არა­ვის­თვის გა­დაგ­ვი­ცი­აო. აივ­ნი­ა­ნად 50 კვ/მ-ა. კმა­ყო­ფი­ლი ვარ, აქ მე და ჩემი და ვცხოვ­რობთ.

– გარ­და იმი­სა, რომ ბინა მო­ი­გე, ხალ­ხმა გა­გიც­ნო, რა მო­გი­ტა­ნა კონ­კურ­სმა?

– დღემ­დე ვერ და­მი­ჯე­რე­ბია, რომ რე­ა­ლო­ბაა, რაც მა­შინ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. მით უმე­ტეს, იმ პე­რი­ოდ­ში ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, თბი­ლის­ში ვი­ცხოვ­რებ­დი, მექ­ნე­ბო­და ჩემი სახ­ლი და მეტ­რო­თი ვიმ­გზავ­რებ­დი. დიახ, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ყო­ველ­დღი­უ­რი მგზავ­რო­ბა, ქუ­ჩა­ში ისე გავ­ლა, რომ ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ექ­ცია.

თუმ­ცა, ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ვი­კე­ტე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ბევ­რი ცუდი რამ გა­დამ­ხდა. გა­რეთ ვერ გავ­დი­ო­დი, სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი…

ჯერ მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა და მერე, სამ დღე­ში ბე­ბია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნა­ლამ­დე მოხ­და. სა­ერ­თოდ არ მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ზე მა­შინ არც მი­ლა­პა­რა­კია. იმ სა­ში­ნელ ემო­ცი­ებ­ზე სპაზ­მუ­რი შე­ტე­ვე­ბი და­მე­წყო. მარ­თლა ვერ ვი­ყა­ვი კარ­გად. მოკ­ლედ, სა­ერ­თოდ არ მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ უნდა მემ­ღე­რა. ეს მა­შინ არა­ვის გა­უ­გია, რად­გან ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა არ მინ­დო­და.

– რომ არ მი­სუ­ლი­ყა­ვი მაგ კონ­კურ­სზე, რა იქ­ნე­ბო­და. ამა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

– ვიცი, რომ სწავ­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, სწავ­ლას ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ და შე­წყვე­ტას არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ, მაგ­რამ ახლა უფრო სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ და ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს – სა­კუ­თარ თავ­ში დავ­რწმუნ­დი, მეტი ძალა მო­მე­მა­ტა, უფრო თა­მა­მი ვარ. თუ მიზ­ნად და­ი­სა­ხავ, გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. იმა­საც ვგრძნობ, რომ ბევრ ადა­მი­ანს ვუყ­ვარ­ვარ – ჩემ­ზე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებ­საც და კარ­გად მყო­ფებ­საც. ასე რომ, არაფ­რის მე­ში­ნია, 15 წლი­სამ იმ­დე­ნი რამ გა­მო­ვი­ა­რე და გა­მოვ­ცა­დე კარ­გიც და ცუ­დიც, რომ მარ­თლა არაფ­რის შიში აღარ მაქვს, თან, უკვე 18 წლის ვარ.

– ხალ­ხმა სიმ­ღე­რით გა­გიც­ნო. ამ მხრივ რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი, როცა პი­ა­ნი­ნოს­თან მოვ­ხვდე­ბი, ვწერ ხოლ­მე სიმ­ღე­რებს. ეს ძი­რი­თა­დად ჩემ­თან სო­ფელ­ში ხდე­ბა, თბი­ლის­ში არ მაქვს პი­ა­ნი­ნო, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი როცა მექ­ნე­ბა, მა­შინ შე­ვი­ძენ.

რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ ხოლ­მე. ახლა საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვერ­თვე­ბი – 21 წლის ფო­ტოგ­რაფს, გი­ორ­გი კა­ლი­ა­ევს მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ, გა­და­არ­ჩი­ნონ და ამ ადა­მი­ა­ნებს სუ­ლით და გუ­ლით ვეხ­მა­რე­ბი – როცა დას­ჭირ­დე­ბათ, მივ­დი­ვარ და ვმღე­რი, ლა­ივს ვრთავ, ხალ­ხს ვთხოვ, მობ­რძან­დნენ, უყუ­რონ და და­ეხ­მა­რონ… და­ვი­წყე წიგ­ნის წე­რაც.

– რაზე წერ წიგნს?

– ჩემს გან­ვლილ გა­ზა­ზე. ისე და­ვი­წყე და ისე დავ­წე­რე რამ­დე­ნი­მე თავი, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­გორ ვწერ­დი-მეთ­ქი… მე­გობ­რებ­ზეა, მე ვარ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, ვის გარ­შე­მოც ვტრი­ა­ლებ და ჩემს ემო­ცი­ებ­საც ამის გარ­შე­მო გად­მოვ­ცემ… რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ჩემი სკო­ლე­ლი იყო, რა­ღაც და­მე­მარ­თა… ვინც ფი­ნა­ლი­სა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის ჩემს გა­მოს­ვლის ვი­დე­ოს კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბა, მიხ­ვდე­ბა, რომ კარ­გად ვერ ვარ. სა­ხე­ზე მა­წე­რია, რა მჭირ­და და რას გან­ვიც­დი­დი მა­შინ.

– რა და­ე­მარ­თა მე­გო­ბარს?

– გა­ზით გა­ი­გუ­და… მისი დაკ­რძალ­ვი­დან სამ დღე­ში, ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ეს მე­ო­რე დარ­ტყმა მი­ვი­ღე… იმ დროს იცით, რას ვა­და­რებ – ტორ­ტი რომ ჭამო და ზე­მო­დან წი­წა­კა და­ა­ყო­ლო – ტკბილ-მწა­რე ემო­ცი­ე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბა მქონ­და.

– სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რა რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლია მათ­თვის, ვინც ამა თუ იმ კონ­კურ­სში აპი­რებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

– რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი რა­ღაც ნა­ბიჯს დგამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ უკან და­სა­ხევ გზას არ იჭრი შენი ხე­ლით. ანუ ტოტი, რო­მელ­ზეც ზი­ხარ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით არ უნდა მოჭ­რა. წარ­მა­ტე­ბას ადა­მი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც აღ­წევს, მაგ­რამ თავ­თან მარ­ტო რომ დარ­ჩე­ბი, უკ­მა­ყო­ფი­ლო არ უნდა იყო, რომ შე­ნით ვე­რა­ფე­რი შე­ძე­ლი, არ გა­მო­გი­ვი­და.

პირ­ველ რიგ­ში, ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა გქონ­დეს და მერე სხვას უნდა და­აბ­რა­ლო ყვე­ლა­ფე­რი. არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ ჩე­მით არაფ­რის­თვის მი­მიღ­წე­ვია. როცა რა­ღაც შე­დეგ­ზე გა­ვე­დი, სულ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით… მად­ლო­ბა მათ! ხში­რად რჩე­ვებს მთხო­ვენ, მწე­რენ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­ვიზ­რდე­ბით ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე გვინ­და გა­მო­ვი­დეთ და რა გა­ვა­კე­თოთ ამის­თვი­სო? ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლე­ბი მო­იკ­რი­ბონ, იაქ­ტი­უ­რონ, არ გა­ჩერ­დნენ და ასე იცხოვ­რონ… მე ასე მგო­ნია და ასე ვფიქ­რობ, ეს არის წარ­მა­ტე­ბის და კარ­გი ცხოვ­რე­ბის ფორ­მუ­ლა!

წყარო