„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია

53

ჩვეულებრივი ყოფთი ცხოვების მანძილზე, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უკვირდება კონკრეტულ მომენტში გადადგმულ თავის ნაბიჯებს და აღმოაჩენს ხოლმე, რომ რაღაცაში მან შეცდომა დაუშვა და რომ, ისე რომ ექნა, ასე იქნებოდა და ასე რომ ექნა – ისე იქნებოდა… მართალიცაა, მაგრამ აქ ჩვენ ჯობია დავაკვირდეთ, თუ რას ერქმევა „შეცდომა“… ისე რომ მომხდარიყო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ხოლო ასე რომ მომხდარიყო, ნამდვილად ისე იქნებოდა, რადგან სამყაროში ყველაფერს გააჩნია თავისი აღმძრავი, წარმომქმნელი ნულოვანი ათვლის წერტილი, რომელი წერტილის წარმოქმნაც, თავის მხრივ, მანამდელი რაღაც მოვლენის კულმინაციით იქნა განპირობებული და მოვლენის განვითარების ათვლის წერტილშივე არსებობს განვითარების კულმინაციისას უკვე პროგრამირებული შედეგი, რომელი შედეგიც, თავის მხრივ, ხდება ახალი მოვლენათა განვითარების აღმძრავი მიზეზი… საუბარი გვაქვს მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებაზე… ასე და ამგვარად, დეფინიცია – „შეცდომა“ გახლავთ პირობითი ცნება და სხვა, დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე მოაზრებული „უშეცდომო ნაბიჯი“, კონკრეტული დამკვირვებლისთვის, სუბიექტურად მისაღები იქნებოდა, თუმცა, სამყაროს დუალურობიდან გამომდინარე, შეიძლება ნებისმიერმა „შეცდომამ“ გაცილებით სასარგებლო შედეგი მოუტანოს ადამიანს, ვიდრე „უშეცდომოდ“ გადადგმულმა რომელმე ნაბიჯმა…

რადგან მიზეზ-შედეგობრიობა ვახსენეთ, აქვე უნდა აღინიშნოს თუნდაც ამ „შეცდომის“, როგორც შედეგის წარმომავლობა, მიზეზი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერს გააჩნია თავისი წარმოქმნის წერტილი, საწყისი, რომელიც, ბოლოს შდეგად გვევლინება, ამ შემთხვევაში – „შეცდომად“… მაშასადამე, როდესაც მსჯელობისას ვიყენებთ ცნებას – „შეცდომა“, ეს დაკვირვების შედეგად გამოტანილი სუბიექტური დასკვნა-ინტერპრეტაციაა კონკრეტული ნაბიჯის, ქმედების, წარმოთქმული „მცდარი“ პოზიციისა…

ახლა ეს თემა განვავრცოთ რეალობის აღქმის და შეფასების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით საკუთარ თავს, გარესამყაროს და გვიყალიბდება ხოლმე სტერეოტიპული წარმოდგენები, კლასიფიკაციები, ერთგვარი ფასეულობათა სისტემა, რომელი სისტემაც, ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო შეთანხმების სისტემები და კანონები, რომელთა ჩარჩოშიც, გარკვეულ დონეზე განვითარებული საზოგადოების თანაარსებობა და ადამიანური ურთიერთობებია შესაძლებელი. როცა რაღაც ხდება, კონკრეტულ მოვლენას ზოგი რა შეფასებას აძლევს, ზოგიც – რას… მაგრამ, მეგობრებო, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არსებობს რეალობის მართლაც ცოტათი ობიექტური შეფასებაც, ხომ? მაგალითად, ის ფაქტი, რომ ახლა თქვენ ამ წინადადებებს კითხულობთ, ეჭვგარეშეა…

ახლა დავაკვირდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ობიექტი, პოზიცია, კითხვა ან პასუხი, რომელიც შეიძლება ადამიანმა შეაფასოს, როგორც „მცდარი“ ან „მართებული“, ამის შეფასების კრიტერიუმები დამოკიდებულია ცნობიერების სიხშირულ დიაპაზონზე, თუ რა დიაპაზონში აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი რეალობას – საკუთარ თავს, გარესამყაროს და საკუთარ თავს გარესამყაროსთან მიმართებაში… უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეცდომად და უშეცდომობად ინტერპრეტირებული ნებისმიერი რამ განპირობებულია მხოლოდ ინტერპრეტირების სუბიექტური პოტენციიდან და შესაძლებლობიდან, ფასეულობათა ინდივიდუალური სტერეოტიპული სისტემიდან გამომდინარე, რადგან ვიღაცვისთვის შეცდომა, ვინმესთვის უშეცდომობაა…

მაშ რა გამოდის, მეგობრებო? სად არის აქ „ჭეშმარიტება“? გამოდის, რომ ყველგან და არსად…

ახლა დავაკვირდეთ, რას ნიშნავს ეს ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები ჩვეულებრივ ბუნებაში – ნათელი და ბნელი, დედალი და მამალი, პლუსი და მინუსი, დიდი და პატარა… მაგრამ დაკვირვება დავიწყოთ დიდისგან და პატარისგან: მოდით, დავსვათ კითხვა და გავცეთ კიდეც პასუხი – რისგან შედგება დიდი? ბევრი პატარა ნაწილისგან ხომ არა? ესე იგი, რა გამოდის? თურმე, ინტერპრეტაციას გააჩნია, თორე, დიდიც და პატარაც ხომ, ორივე ერთია? აქვე გადავწვდეთ ვეფხისტყაოსანსაც და გავიხსენოთ ფრაგმენტი: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“; „რაღაა იგი ნათელი, რასაცა ახლავს ბნელია“… ესე იგი, ერთი საწინაამდეგო პოზიცია კი არ გამორიცხავს მეორე საწინაამდეგო პოზიციას, არამედ ავსებს ერთმანთს და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს და, შესაბამისად, გვაძლევს პასუხს, რომ ეს ყოველივე ერთი მთლიანია და ცნებათა დეფინიციები, რომ რაღაც შეცდომაა, ან რაღაც მართებულია, თურმე ერთ ობიექტურად არსებულ მოვლენას, ან პოზიციას, ან ობიექტს ეხება, რომელიც, უბრალოდ, არის… და არის იმიტომ, რომ მის წარმოსაქმნელად გაჩნდა მუხტი, მიზეზი, რომელი ობიექტიც ან პოზიციაც, შედეგად მოგვევლინა…

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დამკვირვებლისთვის, კონკრეტული ობიექტის, მოვლენის თუ პოზიციის ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ მის მიზეზებში წვდომით, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი (დეფინიციები), კონცეპტუალურ აზროვნებაში, ან ვერბალური კომუნიკაციისას წარმოთქმულ იარლიყებს წარმოადგენს…

აქვე მოგახსენებთ, რომ 2 ურთიერთგამომრიცხავი პოზიციის ერთ მთლიანობად აღქმა და მის დუალურობაზე ყურადღების გაუმახვილებლობა შესაძლებელია ცნობიეების განვითარების კონკრეტულ საფეხურზე, როცა კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში ვიბრირებს გონება და მოიცავს დუალურად დიფერენცირებულ დიაპაზონებსაც…

რეზუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი პოლარიზებული დეფინიცია არის რეალობის სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე და ჩნდება შინაგანი პროტესტი ან მოთხოვნილება იმისა, რომ გონებამ ჰარმონიული მდგომარეობა მოიპოვოს და მოვლენას დაარქვას ერთი, უტყუარი სახელი, თუ რასთან აქვს საქმე და ამისათვის, აუცილებელია მიზეზებში წვდომა, პროცესისა შედეგის ანალიზი, რის შედეგადაც მიიღება ლოგიკური დასკვნა მოვლენათა შემდგომი ლოგიკური განვითარების თაობაზე… ასე და ამგვარად, შესაძლებელია პროგნოზირებაც, რადგან გონება აქ უკვე ერთ მლიანობაში აღიქვამს მოვლენას – მის წარმომავლობას, არსებულ შედეგს და მის ლოგიკურ განვითარებასაც…

ლაშა ჩხენკელი

Facebook: Lasha Chkhenkeli

წყარო: geoastro.ge