პატრიარქი თუ დამირეკავს, ვიმღერებ – ნინო ქათამაძე

112

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტში ნინო ქათამაძე მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან რთულია, როცა პატრიარქის სახელით გელაპარაკებიან… თუ დამირეკავს პატრიარქი, მე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ არა უმცირესობების დამცირების და არაღიარების ხარჯზე. თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს, ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე”, – განაცხადა ქათამაძემ.

სამების ტაძრის ეზოში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნია“.

ოჯახის სიწმინდის დღისადმი კონცერტში მონაწილეობაზე უარი ნატო მეტონიძემაც განაცხადა. კონცერტში მონაწილეობას „სუხიშვილების“ სკოლა-სტუდიის ბავშვები აპირებენ. „თბილისი პრაიდმა“ „სუხიშვილებს“ მიმართა, კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვან.