იკერი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს

14
იკერ კასილიასმა პირველ მაისს “პორტუს” ვარჯიშზე მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 

ესპანელი კარდიოლოგის, ხუან ანტონიო კორბალანის განცხადებით, იკერი ფეხბურთის თამაშს ვეღარ გააგრძელებს.

 

“კორონარული სტენტით ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, განსაკუთრებით, მეკარისთვის. იკერი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თუმცა პროფესიონალურ სპორტს – ვერა”, – განაცხადა კორბალანმა.

 

37 წლის იკერ კასილიასს კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის “რეალში” აქვს გატარებული, ბოლო წლებში კი “პორტუს” ღირსებას იცავს.