ბრძოლა ბრანდტისთვის

4

ესპანური ასის ინფორმაციით, მადრიდის რეალი სერიოზულადაა დაინტერესებული იულიან ბრანდტის შესაძენად. „როცა ასეთი კალიბრის გუნდის ინტერესთა სფეროში მოხვდები, ბუნებრივია, ძალიან დიდი პატივია, თუმცა ჯერჯერობით არანაირ მოლაპარაკებებს არ ვმართავთ“ – განაცხადა ბრანდტმა. 22 წლის შემტევის კონტრაქტი ფარმაცევტებთან 2022 წლამდეა გაფორმებული, თუმცა იქ არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მსურველს იულიანის შეძენა 25 მილიონ ევროდ შეუძლია.

გარდა ამისა, შპორტბილდი წერს, რომ რეალის გარდა, ბრანდტისადმი ინტერესს ტურინის იუვენტუსი და ლივერპულიც იჩენენ.