სულ სხვანაირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

93

თსუ-ს ბევრი აქცია და უკმაყოფილო სტუდენტი ახსოვს სხვადასხვა მოთხოვნით. თუმცა მიზანი ყოველთვის ერთი ქვეყნის ნომერ პირველი უნივერსისტეტი გაუმჯობესებულიყო და თავისი სახელი გაემართლებინა. „გაუმჯობესება“, როგორც წესი, სტუდენტებსა და ადმინისტრაციას სხვადასხვანაირად ესმოდა( ან იქნებ ერთ მხარეს არც ესმოდა). შედეგად მარტში დაწყებულმა აქციამ რადიკალური სახე მიიღო.

ოდეერები, მხოლოდ ერთი კანდიდატი კანცლერობისთვის თითქოს ისევ საბჭოთა დროის არჩევნები იყოს, საბჭო, რომელიც ბრმად ადასტურებს წამოყენებულ კანდიდატურას და არ იცნობს მის წარსულს, რექტორი, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა და რაც ყველაზე ცუდია, დაპირისპირებული სტუდენტები. აქციაც ხომ ამით დაიწყო- ყველა სტუდენტი თანასწორიაო. რატომ აქვთ პრივილეგია თვითმმართველობას 24 000 ლარი ხარჯოს ტრენინიგებისთვის? პასუხი მათაც ჰქონდათ-მთელი წელი უსასყიდლოდ თქვენთვის ვშრომობთო. კარგად რომ დაფიქრდე არის აქაც ლოგიკა, მაგრამ ის დაავიწყდათ,რომ არავის უთხოვია მათთვის და მხოლოდ და მხოლოდ მათივე ინიციატივით „ასწორებენ დღეს და ღამეს“ თსუს სტუდენტების გასართობად და საგანმანათლებლო პროექტებისთვის. აქ პრეზინდენტიო, თავმჯდომარეო, ვიცე-პრეზიდენტი და მოკლედ ერთი პატარა მთავრობა თვითმმართველობას აუწყვია და რექტორი თავში მოქცეულა და უსიტყვოდ უმტკიცებს ყოველ წელს ტრენინგისთვის თანხებს,რომელიც საკმაოდ მასშტაბურად ჟღერს – 24 600 ლარი. ეს მაშინ, როცა სხვა სტუდენტებს ტყუილი დაპირებებით კვებავს და გასული წლის კვლავ ტრენინგისთვის დახარჯულ 19 000 ლარს „ხარვეზს“ უწოდებს, რომელიც აღარ განმეორდება.

ორი აქცია ერთ ეზოში გარდაუვალ დაპირისპირებას ნიშნავს, თან თუ აქტივისტების ნაწილი მეორე აქციის მონაწილეებს ეუბნება ეგ თქვენი თვითმმართველობა უნდა გაუქმდესო. რექტორი კი ბედს მინდობილივით იქცეოდა და რექტორობის გარდა ყველაფერს აკეთებდა.

მეც თსუ-ს სტუდენტი ვარ, დარჩენილი ნეიტრალურ მხარედ. ბოლომდე ვერც ერთს ვამართლებდი, ორივე მხარის შეცდომები ჩანდა. თუმცა ისიც ცხადი იყო, თვითმმართველობა მეტ შეცდომას უშვებდა და ბევრიც ჰქონია.

და მაინც ყველაზე გასაოცარი თსუ-ს მაღლიველ სტუდენტთა ინდიფერენტულობა იყო. იქამდე აქციამ ვერ მიაღწია და ჩვეული ტემპით გრძელდებოდა ლექციები. ვერც ბევრი ლექტორისთვის გახდა ყურადსაღები ეს ამბავი. მაშინ როცა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას უერთდებოდნენ და ზოგი იმასაც ჩიოდა ლექტორი ლექციას აცდენს, თსუს აქციაზე წავიდაო. სად იყვნენ  ამ დროს თსუს ლექტორთა უმრავლესობა?

აქციები შევარდნებით, ჩხუბით, პოლიციით და მედიის ყურადღებით იყო სავსე. როგორც უნდა მომხდარიყო, ოღონდ თავიდანვე, მოლაპარაკებებით დამთავრდა და გრძელდება. საპროტესტო აქცია კი დამთავრდა და ლექციები გაგრძელდა, მაგრამ დარჩა თსუს გახლეჩილი სტუდენტობა და დაუმთავრებელი სადისკუსიო თემა. თვითმმართველობის წევრ სტუდენტს გაკიცხვის თვალით უყურებენ, თითქოს კვლავ პროტესტი იღვიძებს. ადრე ყველა ერთი ვიყავით, ახლა – აღარ. არადა ყველა სტუდენტი თანასწორიაო, ასე დაიწყო აქცია…

გვანცა სილიკაშვილი