ვერძი – ასტროლოგიური დახასიათება და ცნობილი ადამიანები ვერძის ნიშნით

271

ვერძი – 21 მარტი – 20 აპრილი

21 მარტიდან – 31 მარტამდე იბადებიან გაბედული, აგრესიული, ძლიერი, ვაჟკაცური, სიყვარულში ვნებიანი ადამიანები.

1-დან 11 აპრილამდე დაბადებულები ამაყები, დიდსულოვნები, გაბედულები, მბრძანებლობის უნარიანები, პატივმოყვარე ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ სირთულეების გადალახვა, სიყვარული მათთვის დიდი გატაცებაა.

12-დან 20 აპრილამდე დაბადებულები არიან ვნებიანი და ნაზი, მოხერხებული და იმპულსური, მუსიკისა და დახვეწილი ხელოვნების მოყვარულნი.

ხასიათი:

ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდფრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოხატვა და უყვართ საჩუქრების კეთება. ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.

ისინი სავსე არიან ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობისმოყვარეობით. ქალ ვერძებს უყვართ, როცა მოდას უსწრებენ, არიან ექსტრავაგანტულები, უპირატესობას ანიჭებენ მკვეთს ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლომნისფერს, ნარინჯისფერს.

ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც პოტენციური გიჟები, დამპყრობლები და გმირები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი მე-ს, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი.

პროფესიები:

ვერძმა, ჩვეულებრივ, სკოლის მერხიდანვე იცის, თუ რა პროფესიას აირჩევს. მათგან გამყიდველები, კომივოიაჟერები, ლექტორები, დანტისტები, ვეტერინარები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ყასაბები, შესანიშნავი მექანიკოსები, ქირურგები, მოქანდაკეები გამოდიან. ისინი კარგად ეწყობიან ცეცხლს და ლითონს. ვერძის დაკუნთული სხეული სპორტულ კარიერას მოასწავებს. არჩეული პროფესიის მიუხედავად, ვერძს სურს იყოს საუკეთესო მებრძოლი, ის პირველობისკენ მიისწრაფის. ფულთან დამოკიდებულება – მარჯვეა ფულის შოვნაშიც და მის დახარჯვაშიც არა იმდენად გავლენის, რამდენადაც ძალაუფლების მოსაპოვებლად.

სიყვარული:

მზად არის სიყვარულისა და სექსისათვის ადრეულ ასაკში, უფრო ადრე, ვიდრე ეს მიღებულია საზოგადოებაში, ამის გამო ვერძებს ახალგაზრდობაში ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები. ზოგჯერ დიდი უსიამოვნება გადახვდებათ ხოლმე თავს, იმის გამო რომ ბიჭი-მამაკაცი ნებისმიერ წესებს არღვევს მისი პირველი სურვილების განსახორციელებლად. გოგო-ქალი კი შეგნებულად ჭირვეულობს და თავად გახდება მისი გაუპატიურების მიზეზი. აქვთ ტენდენცია ყველა ასაკში ერთი შეხედვით შეყვარებისკენ. თუ შეუყვარდათ, ვერაფერი აღუდგება წინ მათ ვნებებს. მათ ხშირად იზიდავს აკრძალული ხილი, ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ მის მოპოვებას. სანაცვლოდ შეუძლიათ საკუთარი თავის გაღება. ისინი დიდსულოვანი, და ზოგჯერ ანგარიშიანები არიან. მამაკაცებში არის რაღაც მოჩვენებითი, თუმცა ქალებსაც უყვართ თავიანთი უპირატეს-ობების დემონსტრირება. შეუძლიათ იყონ ძალიან ერთგულნი, მაგრამ მხოლოდ დროებით, მანამ სანამ ურთიერთობებს გაარკვევენ. განმეორებადობის პირველი ნიშნისთანავე ისინი წყვეტენ ურთიერთობებს. ვერძი ვერ იტანს, როდესაც მას რამეში ზღუდავენ.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადნენ:

რიზ უიზერსპუნი – 22 მარტი

ტომი ჰილფიგერი – 24 მარტი

სარა ჯესიკა პარკერი – 25 მარტი

მერაია ქერი – 27 მარტი

ლედი გაგა – 28 მარტი

ნორა ჯონსი – 30 მარტი

სელინ დიონი – 30 მარტი

ალეკ ბოლდუინი – 3 აპრილი

ჰიტ ლეჯერი – 4 აპრილი

ფრენსის ფორდ კოპოლა – 7 აპრილი

ჰიუ ჰეფნერი – 9 აპრილი

ალესანდრა ამბროსიო – 11 აპრილი

ემა უოტსონი – 15 აპრილი

ჩარლი ჩაპლინი – 16 აპრილი

ვიქტორია ბეკჰემი – 17 აპრილი

ჯენიფერ გარნერი – 17 აპრილი

მარია შარაპოვა – 19 აპრილი

ჯეიმს ფრანკო – 19 აპრილი

 

წყარო: Geoastro.ge