როდის გამოვა ,,პრინცესას დღიურები 3“?

158

,,პრინცესას დღიურების“  პირველი და მეორე ნაწილის რეჟისორმა, გარი მარშალმა დაადასტურა, რომ მესამე ნაწილის გადაღებასაც გეგმავს.  მიას სამეფო ქორწილის შემდეგ, მოვლენები მანჰეტენზე განვითარდება.

რა თქმა უნდა, ,,პრინცესას დღიურები“ ენ ჰეთევეის გარეშე წარმოუდგენელია. ამ თემაზე მსახიობს უკვე გაესაუბრნენ და დაითანხმეს. მარშალის თქმით, ისინი ბავშვის დაბადებას ელოდებიან, რის შემდეგაც პროექტის განხორციელებას დაიწყებენ. ენ ჰეთევეის და მის მეუღლე ადამ შულმანს პირველი შვილი სულ მალე შეეძინებათ. რამდენ ხანში მოახერხებს ენი მცირეწლოვანი ბავშვის დატოვებას და მუშაობის დაწყებას, ჯერ უცნობია.

გარი მარშალმა მეორე ფილმში პრინცესას პარტნიორზე, ლორდ ნიკოლასზეც ისაუბრა. შესაძლოა ეს როლი ისევ კრის პაინმა  შეასრულოს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ