რატომ არის ადელი გამორჩეული ვარსკვლავი?

135
  1. სამი თვის განმავლობაში ადელი შვილის სახელს ასაიდუმლოებდა, რომ არაფერი ვთქვათ მის გამოჩენაზე. საბოლოოდ, პაპარაცებმა ,,ანჯელო“ მის ყელსაბამზე დააფიქსირეს. ელენის შოუში მომღერალმა აღნიშნა, რომ ანჯელოს დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამოდიოდა სახლიდან და იზოლირებულად ცხოვრობდა, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
  2. კარიერის განმავლობაში ადელმა მხოლოდ ერთხელ გააუქმა კონცერტი, მას ხმა ჩაუწყდა. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, მომღერლის მდგომარეობაზე გავლენა ბოიფრენდთან დაძაბულმა ურთიერთობამ იქონია.
  3. ადელს ათი გრემი აქვს. მათი საერთო წონა 31 ფუნტია. ასეთივე წონა აქვს ოთხ ახალშობილს და ყველის იმ რაოდენობას, რასაც ერთი ამერიკელი წლის განმავლობაში მიირთმევს.
  4. ადელს 27-ე დაბადების დღის აღსანიშნავად თავისი კუმირივით, ჯორჯ მაიკლივით გამოეწყო.
  5. ორი კოვზი შაქარი ადელმა მოხმარებიდან გააქრო. ახლა მხოლოდ უშაქრო ჩაის მიირთმევს და ამბობს, რომ ეს წონის დაკლებაში დაეხმარა.
  6. ადელის სახლს ათი საძინებელი ჰქონდა, თუმცა როგორც თავად აღიარა, მხოლოდ ცხრას იყენებდა. ამ სასახლის გაყიდვის შემდეგ ის ბრაიტონში, ე.წ. ,,მილიონრების დასახლებაში“ გადავიდა.
  7. ადელს სამი გინესის რეკორდი ეკუთვნის: 1) როგორც მომღერალი ქალი, რომლის ორი სიმღერა და ორი ალბომი ერთდროულად შევიდა UK Top 5-ში. 2) პირველი სოლო მომღერალი ქალი, რომლის ალბომმა ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა ერთი პოზიცია. ეს ალბომია ,,21“, იგი პირველ ადგილზე ზედიზედ სამი თვის  განმავლობაში იყო. 3) ბრიტანეთის მასშტაბით,  ალბომი ,,21“ მთლიანობაში 4,5 თვის  განმავლობაში იყო პირველ ადგილზე.
  8. ,,21“ არამარტო ბრიტანეთში, ამერიკაშიც საკმაოდ პოპულარული გახდა, იგი ხუთი თვის მანძილზე ლიდერობდა. ასეთი რამ 1985 წლის შემდეგ არ მომხდარა. რაც შეეხება ალბომს ,,19“ – ის ოთხჯერ გახდა პლატინის დისკი.
  9. 2012 წელს ადელი მოხვდა ,,ფორბსის“ სიაში: ,, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობადი სახეები 30 წლამდე“. მან მეექვსე ადგილი დაიკავა.
  10. ადელი სულ სამ ცნობილ მამაკაცს ხვდებოდა, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. ,,ცნობილ ადამიანებთან პაემანზე ვყოფილვარ, თუმცა ეს არ მომწონს. როცა გარეთ ერთად გადიხართ, ხალხი ორივეს გაკვირდებათ. ჩვენ ისეთ ადგილებში დავდიოდით, სადაც ხალხმა იცის, ენას კბილი როდის დააჭიროს, ამიტომ ამის შესახებ არავის უსაუბრია. პოპულარულ ადამიანთან ურთიერთობა ყველას უნდა და მათ ნაკლებად ვენდობი.“
  11. ადელმა ბრიტანეთის პრესტიჟული სამუსიკო სკოლა დაამთავრა. ის ჯესი ჯეის და ლეონა ლუისის თანაკლასელი იყო.
  12. სიმღერა ადელმა ოთხი წლის ასაკში დაიწყო.
  13. პირველი სიმღერა ,,Hometown Glory” 16 წლის ასაკში დაწერა.
  14. სიმღერის ,,Skyfall” ჩაწერას ადელმა 10 წუთი მოანდომა.
  15. ,,Adele Live Tour”-ს დროს მომღერალმა 13,000 დოლარის ქველმოქმედება გაიღო. აღნიშნული თანხის შეგროვება კულისებს მიღმა შეღწევის მსურველების საშუალებით შეძლო, თითოეულ მათგანს 20 დოლარს ახდევინებდნენ.
  16. შოუს ,,Saturday Night Live” ეპიზოდს, სადაც ადელი იყო მიწვეული 17 მილიონი ნახვა ჰქონდა.
  17. ადელის ძაღლს არმსტრონგის საპატივცემულოდ ლუი ერქვა. მომღერალს ის ოთხი წელი ჰყავდა.
  18. საერთო ჯამში ადელს 86 ჯილდო აქვს, მათ შორის 16 Billboard-ის მუსიკალური ჯილდო, ათი გრემი, ერთი ოსკარი და ერთი ოქროს გლობუსი.
  19. მომღერალს ხუთი წელია ,,თვითერი“ აქვს და 25,7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ამ დროს განმავლობაში კი მხოლოდ 251 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.
  20. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ადელს ,,სინათლე გვირაბის ბოლოს“ უწოდა.

 

და ბოლოს, ადელი ყოველთვის ლოიალურია ფანების მიმართ. 29 თებერვალს გამართულ კონცერტზე, გოგონა სცენაზე აიყვანა და შეყვარებულისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა; მოინახულა პატარა ავადმყოფი ფანი და მასთან სურათები გადაიღო; რამდენიმე დღის წინ კი, კონცერტის მსვლელობისას ჩახუტებული წყვილი შენიშნა. როცა გაიგო, რომ ისი პირდაპირ კონცერტის დროს დაინიშნენ, სიმღერა შეწყვიტა, სცენაზე აიყვანა და პირადად მიულოცა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ