ლინდსი ლოჰანს რუსი შეყვარებული ჰყავს

86

ამერიკელი კინოვარსკვლავი 29 წლის ლინდსი ლოჰანი უკვე ოთხი თვეა, რაც რუს ბიზნესმენ 22 წლის იგორ ტარაბასოვს ხვდება. მსახიობის რჩეული რუსი მულტიმილიონერის დიმიტრი ტარაბასოვის მემკვიდრეა, იგი მოსკოვში დაიბადა, თუმცა წლებია, რაც ლონდონში ცხოვრობს. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ჰოლივუდის მსახიობმა და რუსმა მილიონერმა. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია, ნიუ იორკში ყოფნისას „საზიზღარი გოგონების“ ვარსკვლავმა იგორი ოჯახის წევრებს გააცნო.

პირველად ეს ამბავი ჭორის დონეზე გავრცელდა, როდესაც ამერიკელმა ვარკსვლავმა სოციალურ ქსელში იგორის სურათი გამოაქვეყნა წარწერით: მე ის მიყვარს.

 

მოამზადა: ქეთი კალანდაძემ