ლედი გაგა ქორწილისთვის ემზადება

79

რამდენიმე დღის წინ ლედი გაგამ ერთ-ერთ ამერიკულ რადიოში სამომავლო გეგმებზე და ქორწილზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზებაში ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართული.

,, ვფიქრობ, დედასთვის და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანებისთვის დახმარების საშუალება რომ არ მიმეცა, ეს მომკლავდა.“

ბუნებრივია, მომღერლისგან ყველა განსხვავებულ ცერემონიალს ელოდება, თუმცა გაგამ ტრადიციული და მოკრძალებული  ქორწილი არჩია, რომელსაც მისი იტალიური ოჯახი დაესწრება.

,,ისეთს არაფერს ვგეგმავთ, რომ ამაზე დაწერა ღირდეს“ – განაცხადა ლედი გაგამ.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ