მერაია ქერის ძმა დაუპირისპირდა

104

ჟურნალთან ,,Sun” საუბრისას, 51 წლის მორგან ქერიმ მერაიას ბოროტი ალქაჯი და უგულო ადამიანი უწოდა, რომელიც დის საავადმყოფოს ხარჯების დაფარვაზე უარს ამბობს.

,,მგონი, ძაღლის საკვებზე უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე იმაზე, რომ მის დას სათანადოდ უმკურნალონ.“

მორგანისა და მერაიას დას, ელისონ ქერის თავის ტვინისა და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება.

მორგანმა აღნიშნა, რომ მერაია უკვე ორ წელიწადზე მეტია არ ელაპარაკება. რამდენჯერაც მასთან დაკავშირება სცადა, არცერთხელ დაეკონტაქტა. ჯეიმს პარკერზე მისი დაქორწინების ამბავი კი სოციალური მედის საშუალებით შეიტყო.

,,მერაია ოჯახისთვის მძიმე წუთებში არასოდესაა ჩვენთან. როდესაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლეს მუცელი მოეშალა, შეტყობინებაზე არც კი მიპასუხა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას. გასულ წელს, ჰავაიდან ჩამოვედი ელისონის სანახავად, როდესაც მითხრეს, რომ სასუნთქი აპარატი გამოურთეს. მეგონა, რომ კვდებოდა. ჩემი და საავადმყოფოში არც კი გამოჩენილა. საბედნიეროდ, ახლა ელისონი უკეთაა, თუმცა რამდენიმე ოპერაცია კიდევ სჭირდება. ‘’

მომღერალი კი მილიარდერ საქმროსთან ქორწილისთვის ემზადება.

,,არ მჯერა იმის, რომ ჯეიმსი უყვარს. მას მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული შეუძლია, იმიტომ, რომ ბოროტია. ყოველთვის ასეთი იყო. მგონი, სინამდვილეში 9,5 მილიონიანი ნიშნობის ბეჭედი უყვარს. სამწუხაროა, როგორ აჩვენებს ყველას თავის ბრილიანტის ბეჭდიან თითს და მომაკვდავი დის დასახმარებლად ამ თითის განძრევის სურვილი არ აქვს. მერაია ყოველთვის შენს გვერდითაა, როცა იმას ეუბნები, რისი მოსმენაც უნდა. მე გამოსადეგი პიროვნება ვიყავი, როდესაც ხმის ჩამწერ კომპანიებთან ურთიერთობაში ვეხმარებოდი, შემდეგ, ისეთი სიმართლე ვუთხარი მის ყოფილ მეუღლეზე, რაც არ ესიამოვნა და უბრალოდ გაქრა.’’

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ