,,ყველაზე ამაყი მაშინ ვიყავი, როცა ბლუ აივი დაიბადა’’ – ბიონსე

103

ბიონსეს კონცერტის დროს დარბაზი მუდამ გადაჭედილია, მან მილიონები გამოიმუშავა, ,,გრემი“ დაიმსახურა, ორჯერ შეასრულა ნომერი სუპერ თასზე, მაგრამ იმ დღეს არაფერი შეედრება, როდესაც დედა გახდა. მომღერალმა ბლუ აივის შესახებ ინტერვიუ ჟურნალს ,,Garage” მისცა.

,,ყველაფრის მიუხედავად, რისთვისაც მიმიღწევია, ვაღიარებ, ყველაზე ამაყი მაშინ ვიყავი, როდესაც ბლუ აივი დაიბადა.

ყველაზე დიდი გმირი ჩემთვის არის და იქნება დედაჩემი. მან მასწავლა სხვებზე ზრუნვა, მუდმივად მუშაობა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი, რაც დედობის შესახებ ვიცი, მისგან აღებული მაგალითია. დედამ მე და ჩემი და თავდაჯერებული გაგვხადა და ჩაგვინერგა, რომ ყოველთვის მადლიერი ვყოფილიყავით იმის, რაც გვქონდა.’’- ამბობს ბიონსე.

,,დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ კონცენტრირება იმაზე მოვახდინო, რასაც კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვნად მივიჩნევ. მე არ მიწევს სხვა ადამიანების მოლოდინების და დავალებების შესაბამისად მუშაობა. საკუთარ თავსაც კარგად ვაქცევ წნეხის ქვეშ. მიყვარს, როცა 100%-თ ვაკონტროლებ ჩემს პროექტებს და ახლა საკმარისი შესაძლებლობა მაქვს ამის გასაკეთებლად“.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ