მიბაძე ლეოს!

85

ოსკარების ციებ-ცხელებამ ჩაიარა, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ჯერაც არ გინახავთ. ,,Girl Scout Cookies” -ს ფეისბუქის გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ყიდის გოგონა 2016 წლის ,,ოსკარის” დაჯილდოებაზე ორცხობილას.

პოსტერზე ხელით დაწერილ ტექსტს ვკითხულობთ: ,,ეს ლეოა. ლეოს ,,ოსკარი“ უნდა. ლეო დაჯილდოებაზე სკაუტი გოგონას ორცხობილას ყიდულობს. ლეო იგებს ,,ოსკარს“. ლეო ჭკვიანია. მიბაძე ლეოს. იყიდე სკაუტი გოგონას ორცხობილა.’’

დაჯილდოებაზე ორცხობილას კრის როკის ქალიშვილები – ზაჰრა და ლოლა ყიდდნენ. ,,მინდა, რომ თქვენს მილიონიან ჯიბეებში ხელი ჩაყოთ და ჩემი გოგონების ორცხობილა იყიდოთ. ჩემს პრინცესებს უარს ხომ არ ეტყვით?“ – ხუმრობდა წამყვანი.

ამგვარი მიდგომა ორცხობილების გაყიდვისას ნამდვილად მომგებიანი იყო. ხალხი მაგიდასთან ჩერდებოდა და ტექსტს კითხულობდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=d54rxye7qTQ

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ