ადამ ლევინი და ბეატი პრინსლო მშობლები გახდებიან

157

ამერიკული გამოცემა PEOPLE-ის ცნობით ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი და „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი ბეატი პრინსლო მალე მშობლები გახდებიან.

წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2013 წელს, ნიშნობა გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს მეგობრების წრეში მექსიკაში იქორწინა.

36 წლის მომღერალი და 26 წლის მოდელი დიდი ხანია ფიქრობენ ოჯახის გაზრდაზე. წელიწადნახევრის გნმავლობაში ისინი უიმედოდ ცდილობდნენ შვილის ყოლას, მათ ექიმებსაც მიმართეს დასახმარებლად. ორივე დიდ ოჯახსა და ბევრ შვილზე ოცნებობს. „ბავშვობიდან დიდ ოჯახზე ვოცნებობდი, მე ერთადერთი შვილი ვიყავი, ამიტომ მე თვითონ ათი მაინც მეყოლება“ – აღნიშნავს ბეატი ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ცნობილია მოდელი უკვე 3 თვის ორსულია, მომავალი მამა კი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა.

 

მოამზადა: ქეთი კალანდაძემ