კეიტლინ ჯენერი ქორწინებას გეგმავს

148

2015 წელი კეიტლინ ჯენერის წელი იყო, მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა საკუთარი ცხოვრებით ბედნიერია. მომავალ წელს კი კეიტლინი ოჯახის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან საკუთარ რეალითი შოუში ,, I am Cait ‘’ ისაუბრა.  გადაღებების დროს კეიტლინი ტრანსგენდერ მსახიობს, ქენდის კეინს დაუახლოვდა. რამდენჯერმე შეამჩნიეს, როგორ სეირნობდა წყვილი ხელჩაკიდებული. არსებობს ჭორები, რომ ისინი გასული წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

კეიტლინის მეგობრის თქმით, კრის ჯენერთან იგი მარტოსული იყო, წლების მანძილზე ტყუილში ცხოვრობდა და ძალიან უხარია, რომ როგორც იქნა, საკუთარი თავი იპოვნა. თუ ქენდისთან ყველაფერი გამოუვა, ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან.

კეიტლინი თავის შოუში ქენდისს, როგორც  ცოლს ისე მოიხსენიებს და ცოტა ხნის წინ საპატარძლო კაბაც შეარჩია. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს მისი მეოთხე ქორწინება იქნება. მოლაპარაკებები მიდის ანა ვინტურთან, რომ ფოტო ,,ვოგის“ გარეკანზე დაიბეჭდოს, როგორც ეს კიმის და ქანიეს ქორწინების დროს მოხდა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ