,,შვილებს 200 მილიონს არ დავუტოვებ“- ელტონ ჯონი

92

მომღერალმა ეს გადაწყვეტილება მეუღლე-დევიდ ფურნიშთან ერთად მიიღო. ისინი აპირებენ, შვილები დამოუკიდებლობას მიაჩვიონ. წყვილს ორი ბიჭი ჰყავს-  5 წლის ზაქარი და 2 წლის ელაია.

,, ბავშვების ყოლამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ვისწავლე, რომ ყველაზე მარტივი რამ- მათთან ერთი წუთის გატარება, უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი ნახატი, ფოტოსურათი, სახლი ან მუსიკალური ჰიტი. სანამ შვილები გვეყოლებოდა, ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობდით და ფულს იმაში ვხარჯავდით, რაშიც მოგვინდებოდა. არავინ გვყავდა, ვისზეც ყურადღებას გადავიტანდით. ახლა ასე აღარ ვიქცევით. აღარაფერი გვჭირდება, ყველაფერი გვაქვს, რაც გვინდა.“

50 წლიანი კარიერის მანძილზე ელტონმა 300 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. იგი ფლობს სახლების, იახტების, ხელოვნების ნიმუშების და დიზაინერული ტანისამოსის კოლექციებს. სიმდიდრის მიუხედავად, წყვილმა გადაწყვიტა, შვილები ზედმეტად არ გაანებივრონ და ფულის ფასი ასწავლონ.

,,რათქმაუნდა, შვილებს გარკვეულ ქონებას დავუტოვებ, მაგრამ არა იმაზე მეტს, რამდენიც სჭირდებათ. ეს დაანგრევს მათ ცხოვრებას, მნიშვნელოვანია, ფულის და სამუშაოს დაფასება ისწავლონ. ჩემი მშობლები მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ. ყველაფერს, რაც მაქვს, საკუთარი შრომით მივაღწიე და შვილებსაც ამას ვასწავლი. ისინი სახლის დალაგებაში იღებენ მონაწილეობას, ჭურჭელს რეცხავენ, სამზარეულოში მეხმარებიან, ალაგებენ ბაღს და საკუთარ ოთახებს. ყოველთვის, როცა ამას აკეთებენ მცირე თანხას იღებენ წასახალისებლად.“

დევიდი მეუღლის აზრს იზიარებს. ,,მათ ფულის გამომუშავება უნდა ისწავლონ, თუ პიკასოს ნახატის ყიდვა უნდათ, ამისთვის მუშაობა მოუწევთ, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა.“