კაილი მინოუგი და კაილი ჯენერი სახელს ვერ იყოფენ

146

ცნობილი ადამიანისთვის სახელი რომ ბევრს ნიშნავს, ცხადია. ამიტომაც ცდილობს კაილი მინოუგი მასსა და ჯენერს შორის არსებული გაუგებრობის მოგვარებას.

კაილი მინოუგს, რომელიც შოუ-ბიზნესში 1979 წლიდანაა, არ სურს გაიგივებული იყოს რეალითი შოუს 18 წლის ვარსკვლავთან. მისი პირველი ალბომი ,,Kylie” 1988 წელს გამოვიდა, შექმნილი აქვს ვებ-გვერდი www.kylie.com, ფლობს საკუთარ ბრენდს, რომელიც აწარმოებს სუნამოებს, სამკაულებსა და ტანსაცმელს. შოუს ,,Keep Up With The Kardashians” სახე კი სულ ორი წელია, რაც ბიზნესით დაკავდა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს.

მინოუგი თვლის, რომ მისი პროდუქტების გაიგივება კაილის პროდუქტებთან არ უნდა მოხდეს, ეს ლახავს მომღერლის უფლებებს და პრიორიტეტულობას უკარგავს. მომხმარებელი შესაძლოა დაიბნეს და შეცდეს.  კვირას, მინოუგმა ,,ტვიტერზე“ დაწერა: “Hello….. My name is KYLIE #lightyears” , სხვა კომენტარს არცერთი მხარე არ აკეთებს.

იდეა, რომ სახელის გამოყენების უფლება ოფიციალურად მხოლოდ მას ჰქონოდა, კაილი ჯენერს ეკუთვნოდა, მან მინოუგს შესაბამისი დოკუმენტებით მიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, უარის მიღება მოუწევს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ