არის თუ არა ჰოლივუდში რასიზმი?

116

მართალია, ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარი აიღო, მაგრამ წლევანდელი ცერემონია მხოლოდ ამის გამო არ იყო მნიშვნელოვანი. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია წამყვანის, კრის როკის მონოლოგმაც, რომელმაც რასიზმის თემაზე ისაუბრა.

კრისმა აკადემიას ერთფეროვნება დასწამა და მას თეთრკანიანების People’s Choice Awards უწოდა. ,,წამყვანების ნომინაცია რომ არსებობდეს, ალბათ, ამ სამსახურს დავკარგავდი და თქვენ წინ ნილ პატრიკ ჰარისი იდგებოდა“-დაამატა მან. ამის შემდეგ კი ჯეიდა სმიტის საქციელს გამოეხმაურა. ,,ჯეიდას ბოიკოტი ოსკარისადმი ისეთივეა, როგორც ჩემი- რიანას საცვლებისადმი. მე იქ არავის დავუპატიჟებივარ. ჯეიდა ნაწყენია, რომ მისი მეუღლე ნომინირებული არ არის ფილმისთვის ,,Concussion”, მაგრამ არც ის არის სამართლიანი, რომ ,,Wild Wild West”-სთვის 20  მილიონი გადაუხადეს. ჰოლივუდში რასიზმია. ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ფერადკანიან და თეთრკანიან მსახიობებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ლეო ყოველ წელს შესანიშნავად მუშაობს, თქვენც, ყველა თქვენგანი ყოველ წელს მშვენივრად მუშაობს, მაგრამ ფერადკანიან მსახიობებზე რას იტყვით?’’

ამის შემდეგ, კრის როკი მამაკაცებისა და ქალების კატეგორიებზე ალაპარაკდა. ,,არ არსებობს მიზეზი, რატომაა განცალკევებული ქალებისა და მამაკაცების კატეგორია. ეს შეჯიბრი არ არის, რომ ერთმანეთისგან გამოვყოთ. რობერტ დენიროს არასოდეს უთქვამს ,, ცოტა უნდა შევანელო თამაში, რომ  მერილ სტრიპი დამეწიოს.“

საუბრის ბოლოს წამყვანმა რუბრიკა  ,,Ask Her More”  ახსენა, სადაც კორესპონდენტები ქალბატონებს ჩაცმულობის შესახებ ეკითხებიან. ,,ჩვენ აღარ ვეკითხებით ქალებს -რა აცვიათ. უფრო მეტი უნდა ჰკითხოთ. ახლა ისინი მამაკაცებს ეკითხებიან, რადგან მათი უმრავლესობა ერთნაირად იმოსება. ჯორჯ კლუნი რომ ლაიმისფერი სმოკინგით ან გედის კოსტუმით გამოჩნდეს, ვიღაც აუცილებლად ჰკითხავდა: რა გაცვია ჯორჯ?“

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ