უცნაური მისალმების ტრადიციები

251

ახალ ზელანდიაში მისალმების ტრადიციული ხერხი ცხვირების ხახუნია

243944

იაპონიაში, ნაცნობს სამი განსხვავებული ხერხით – სეიკერეით, 30 და 15 გრადუსიანი თავის დახრით ესალმებიან. სეიკერეი თავის ლამის მუხლებამდე დაწევას მოითხოვს. ასე ძალიან პატივსაცემ და მდიდარ ადამიანებს ესალმებიან.
CqnNBy9

კენიაში, აკამბას ტომში, თუ გინდა ადამიანს პატივისცემა აგრძნობინო, უნდა შეაფურთხო. მსგავსი ტრადიცია მასაის ტომშიც არსებობს, თუმცა აქ ჯერ ხელზე იფურთხებენ და შემდეგ ართმევენ შემხვედრს.

აღდგომის  კუნძულის მცხოვრებლებს საკმაოდ რთული მისალმების წესი აქვთ, თუმცა ტურისტებისთვის მისი გამარტივებული ვერსიაც არსებობს. შემხვედრი ადამიანები ხელის-გულებს აერთებენ, მიაქვთ შუბლთან, ააქვთ თავს ზემოთ, შემდეგ კი სწრაფად იცემენ ბარძაყებზე.

ტიბეტის მცხოვრებლები ნაცნობთან შეხვედრისას მარჯვენა ხელით იხსნიან თავსაბურავს, მარცხენა მიაქვთ ყურთან და ერთმანეთს ენას უყოფენ.

greet2

ახალი გვინეის წარმომადგენლების მისალმება ახალი ზელანდიელებისას ძალიან ჰგვავს. თუმცა აქ, ცხვირის მაგივრად, შემხვედრი ადამიანები ერთმანეთს ნიკაპებს უხახუნებენ.

Png11_1011_4674_

სამოაში კი ცუდ ტონად ითვლება, თუ შეხვედრისას მეორე ადამიანის პირს არ დაყნოსავთ.

 

წყარო: ambebi.ge