ადელმა Brit Awards 2016-ზე გაიმარჯვა (+video)

100

ადელის ჰიტმა ,,Hello” ელი გოულდინგის ( Love Me Like You Do), ლითლ მიქსის ( Black Magic) და ედ შერანის (Bloodstream) წინააღმდეგ გაიმარჯვა. მომღერლისთვის ეს მეორე ჯილდოა, პირველად ბრიტანული მუსიკალური ჯილდო მან 2013 წელს, სიმღერისთვის ,,Skyfall” დაიმსახურა.

საკუთარ სიტყვაში ადელმა მადლობა გადაუხადა მსმენელს ახალი ალბომის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ დიდი პაუზის შემდეგ ასეთ თანადგომას არ ელოდა. მომღერალმა ასევე თანადგომა გამოუცხადა კეშას, რომელიც პროდიუსერთან უთანხმოების გამო სკანდალშია გახვეული.

Brit Awards 2016-ის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო სოლო მომღერალი ქალი- ადელი

საუკეთესო სოლო მომღერალი მამაკაცი – ჯეიმს ბეი

საუკეთესო ბრიტანული სიმღერა- ადელი ,,Hello”

საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი – ქოლდფლეი

საერთაშორისო შემსრულებელი მამაკაცი – ჯასტინ ბიბერი

საერთაშორისო შემსრულებელი ქალი- ბიორკი

წლის საუკეთესო ბრიტანული ვიდეო: One Direction – ‘Drag Me Down’

წლის საუკეთესო ალბომი – ადელი ,,25“