“Room“-ი წარდგენილია ოსკარის 4 ნომინაციაზე:
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: Brie Larson
- საუკეთესო რეჟისორი: Lenny Abrahamson
- ადაპტირებული სცენარი
ოთახი. ასე ჰქვია იმ ფილმს, რომელმაც ჩემზე დიდი ემოცია დატოვა. Brie Larson-ის გმირი თამაშობს ძლიერ დედას, რომელიც თავისი შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ჯერ ატყუებს, რომ ოთახი არის მათი სამყარო, შემდეგ კი პოულობს გზას, თუ როგორ გაიქცნენ ოთახიდან. რაც შეეხება Jacob Tremblay-ის (ჯეკის როლის შემსრულებელი), რომელიც რეალურად მხოლოდ 7 წლის არის, ვთვლი, რომ დიდი მსახიობი დადგება მისგან. Jacob-ი იდეალურად თამაშობს 5 წლის ჯეკის როლს.
მხოლოდ 1 რამ არ მესმის ამერიკის კინოაკადემიის. რატომ არ წარადგინეს Jacob Tremblay-ი ოსკარზე, ნომინაციისათვის: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი. ვთვლი, რომ ასაკით არ უნდა განისაზღვრებოდეს კარგი მსახიობი. ოსკარის ოქროს ქანდაკება მხოლოდ მას უნდა გადაეცემოდეს, ვინც იდეალურად თამაშობს რეჟისორის მიერ მიცემულ როლს.
- Brie Larson-მა განაცხადა, რომ გადაღებების დროს ის ერიდებოდა სახის დაბანას, რათა მაყურებელს აღექვა, რომ მას არ ესვა მაკიაჟი.
- Brie Larson-მა 1 თვიანი იზოლაცია გაუკეთა საკუთარ თავს. ასევე იყო მკაცრ დიეტაზე, იმისათვის რომ კარგად გაეაზრებინა რეალურად რა გადაიტანა მისმა გმირმა და ჯეკმა.
- მიუხედავად იმისა, რომ Jacob Tremblay (ჯეკის როლის შემსრულებელი) არის გამოცდილი მსახიობი, მან მაინც ვერ აიძულა საკუთარ თავს, რომ Brie Larson-თვის (ჯეკის დედის როლის შემსრულებელი) დაეყვირა სცენაში, როდესაც ჯეკი ბრაზდება, რომ მის ტორტს არ აქვს სანთლები. საბოლოოდ რეჟისორ Lenny Abrahamson-ს მოუწია, რომ მთელ გადამღებ ჯგუფს ეხტუნავა და ეყვირა, სანამ Jacob-მა არ იყვირა თავად.
- Jacob Tremblay-ის მოუწია პარიკის ტარება იმ სცენებში, სადაც მას აქვს გრძელი თმა.
- “Old Nick” („ძველი ნიკი“) – სახელი ანტაგონისტის. ეს არის ეშმაკის მეორე სახელი 17 საუკუნიდან მოყოლებული.
- Shailene Woodley (“Divergent”-ში მთავარი როლის შემსრულებელი) და Brie Larson-ი იყვნენ ის 2 ვარსკვლავი, რომლებიც მოიაზრებოდნენ მთავარი როლის შესრულებისთვის.
- წიგნის ავტორმა, რომლის მიხედვითაც არის გადაღებული “Room”, ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ისტორია არ არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი.
- ფილმის მხატვარს Ethan Tobman-ს სურდა, რომ ფილმის ბოლო სცენაში ყოფილიყო თოვლი. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ყალბი თოვლის გამოყენებით ისინი გადააჭარბებდნენ ბიუჯეტს. ამიტომ ეს იდეა უარყოფილ იქნა. თუმცა Ethan Tobman-ი იღბლიანი აღმოჩნდა. როდესაც დრო მოვიდა, რომ ბოლო კადრები გადაეღოთ, თოვლი რეალურად წამოვიდა.
მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა