კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ლოცვით დაიწყოს სასწავლო პროცესი არა მხოლოდ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც, განსაკუთრებით – გეპეიში

107

ღია წერილი განათლების სამინისტროს და მთელ დანარჩენ მთავრობას.

კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ლოცვით დაიწყოს სასწავლო პროცესი არა მხოლოდ სკოლებში, არამეტ უმაღლეს სასწავლებლებშიც, განსაკუთრებით – გეპეიში. გალობით დაიწყოს მეცადინეობები კონსერვატორიაში. ხატწერით – ნატურშიცების ხატვა სამხატვრო აკადემიაში.
დაწესდეს ადმინისტრაციული ჯარიმები მეტროში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლის წინ პირჯვარის არგადაწერაზე, ასევე – ტროტუარზე გადასვლის დროს.
რაც შეეხება ჩემს ორთაბრძოლების ფედერაციას – მოვითხოვ მოგვამაგრონ მოძღვარი, რომელიც ილოცებს ჩვენი ტრავმების მოსაშუშებლად.
ასევე მოვითხოვ, რომ ავტომობილების ”ტეხასმოტრის” მაგივრად დაწესდეს მამაოს კურთხევის სავალდებულო საბუთი. ასევე დაილოცოს ყველა მოქმედი ავტოსადგომი და პროფილაქტიკა.

ნუ, ეხლა, კიდევ ბევრი სხვა იდეაც მაწუხებს და მზად ვარ გაგიწიოთ კონსულტაცია.

qwer