საუკეთესო ფრაზები მოგზაურობაზე

1545

 

  • იმოგზაურე არა იმისთვის,რომ სადმე წახვიდე, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ წახვიდე. იმოგზაურე მოგზაურობის გამო.
  • მოგზაურობა თავიდან დაგამუნჯებს, შემდეგ კი ისტორიად გადაიქცევა.
  • ჩვენ ვმოგზაურობთ- ზოგი მუდმივად, ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ზოგი ცხოვრების შესაცვლელად, ზოგი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
  • მოგზაურობა ყველაზე კარგად მეგობრებით იზომება და არა- კილომეტრებით
  • ყველაზე დიდებული მომენტი ადამიანის ცხოვრებაში ახალ მიწაზე ფეხის დადგმაა.
  • არცერთი ადგილი არაა ისეთი ცუდი, როგორადაც მას ახასიათებენ.
  • შენი ცხოვრება შეიცვლება, როცა მთვარეს მსოფლიოს მეორე ბოლოდან დაინახავ.
  • მოგზაურობა ადამიანს უფრო თავმდაბალს ხდის. მას შემდეგ, რაც აანალიზებ რა მცირე ადგილი გიჭირავს სამყაროში.
  • ჩვენ ვმოგზაურობთ, რომ ცხოვრება არ გაგვექცეს და არა იმიტომ, რომ ცხოვრებას გავექცეთ.
  • ვინც მარტო მოგზაურობს – ნებისმიერ დროს მზადაა, ვისაც მეორე ადამიანი ახლავს, მეორეს მზადყოფნას ელოდება.
  • გაიღვიძო მარტომ უცნობ ქალაქში – ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა მსოფლიოში.
  • არაა აუცილებელი ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორიც აქამდე გქონდა.
  • ფართო, ხელისგულზე გადაშლილი ხედები შენთვის მიუწვდომელი იქნება, თუ მთელ ცხოვრებას მსოფლიოს ერთ კუთხეში გაატარებ.
  • ახალ ოკეანეს ვერ აღმოაჩენ,თუ ნაპირის დაკარგვის გეშინია.
  • მოგზაურობის უპირატესობა ისაა, რომ წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს უპირისპირდება. იმის ნაცვლად, რომ წარმოიდგინო, რა ხდება, შენ სინამდვილეში ხედავთ მას.
  • მსოფლიო დიდი წიგნია და ვინც არ მოგზაურობს, მუდმივად  ერთ გვერდს კითხულობს .
  • მოგზაურობა და ადგილის შეცვლა გონებას ახალი ენერგიით ავსებს.
  • ოცი წლის შემდეგ იმის გამო უფრო იქნები იმედგაცრუებული, რაც არ გააკეთე და არა იმით – რაც გააკეთე.
  • წელიწადში ერთხელ უნდა წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც არასოდეს ყოფილხარ.
  • მოგზაურობა ერთადერთი რამაა, რომლის ყიდვითაც მდიდარი ხდები.
  • მოგზაურობის შემდეგ აანალიზებ, რომ ყველა ქვეყანაშია რაღაც ცუდი.
  • ყველაფერს დააკვირდი. ისე იცხოვრე, თითქოს ათ წამში უნდა მოკვდე, გაიცანი მსოფლიო.
  • არ არის აუცილებელი მდიდარი იყო, რომ კარგად იმოგზაურო.
  • თუ ახალი საკვების გასინჯვის გეშინია, ტრადიციებს არ იცავ, ხალხისგან თავს შორს იჭერ და რელიგია არ გაინტერესებს, სჯობს, სახლში დარჩე.
  • ოკეანის მიღმა შენს ქვეყანაზე უფრო მეტს იგებ, ვიდრე იმ ქვეყანაზე, სადაც მოგზაურობ.
  • საუკეთესო განცდა და ფუფუნებაა მოგზაურობის დროს სრულიად უცნობ ადგილას მოხვდე, ყველაფერი პირველად გამოსცადო, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, სადაც ნაცნობი არაფერია.
  • ტურისტისთვის ყოველთვის სასიამოვნო მომენტია, როცა რაღაცის დევნაში სხვა რამეს წააწყდება.
  • ყურადღებას ნუ მიაქცევ გზაზე ორმოებს და ისიამოვნე მოგზაურობით.
  • ის, ვინც მხიარულად იმოგზაურა, ჩანს, არასერიოზულად დადიოდა.
  • ყველას შეუძლია მონოტონური და ერთფეროვანი ცხოვრება ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე გახადოს.
  • ყველა, ვინც დახეტიალობს გზააბნეული სულაც არ არის.
  • რაც მეტს იმოგზაურებ, მიხვდები, რომ შიში უცნობ ადამიანებს აახლოვებს.
  • გონება, რომელიც ახალი აღმოჩენებითაა სავსე, ვერარასდროს გახდება ისეთი,როგორიც იყო.
  • ცხოვრება შენი კომფორტის ზონის გადალახვისას იწყება.
  • სამყაროს სხვისთვის ვერ აღმოაჩენ, ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთო.
  • წამოიღე მოგონებები, დატოვე ნაკვალევი
  • ორი გზიდან ის აირჩიე, რომელიც ნაკლებად გაკვალულია.
  • ხანგრძლივი მოგზაურობის ყოველი მომენტი სასიამოვნო არ არის, დასაწყისისგან განსხვავებით.
  • ნამდვილად ღირებულ ადგილებს რუქაზე ვერ იპოვნი.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ