10 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “The Danish Girl“-ის შესახებ

145

 “The Danish Girl“-ი წარდგენილია ოსკარის 4 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: Eddie Redmayne
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი: Alicia Vikander
  • კოსტუმების მხატვარი
  • დამდგმელი მხატვარი

 

მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი… მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი კაცს უნდა უყვარდეს ქალი, ქალს კი უნდა უყვარდეს კაცი და მხოლოდ ასე შეიქმნება ნამდვილი ოჯახი… და მიუხედავად სხვა რიგი მიზეზებისა, მაინც ვთვლი, რომ ეს ფილმი საკმაოდ ძლიერი და კარგი ფილმია.

Eddie Redmayne არის ძალიან ნიჭიერი მსახიობი. ჩემი აზრით, მას შეუძლია რეალური კონკურენცია გაუწიოს ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის “The Revenant”. ედი შესანიშნავად ახერხებს გარდაისახოს ქალად. მისი თითოეული მოძრაობა, თითოეული მანერა, მიმიკა და ღიმილი არის ბევრად ქალური, ვიდრე „ნამდვილი ქალის“ მიხვრა-მოხვრა. მაგალითისთვის შეგვიძლია გერდას როლის შემსრულებელი Alicia Vikander-იც ავიღოთ. ედი ბევრად ქალურია, როდესაც ლილიდ გარდაისახება, ვიდრე თავად გერდა.

ამ ფილმს თუ პრიმიტიულად შევხედავთ მოკლე შინაარსი იქნება შემდეგი: კაცმა გაიკეთთა ოპერაცია, გახდა ქალი და შემდეგ მაყურებლის გინება…

მაგრამ ვთვლი, რომ ეს ფილმი ამ ყველაფერზე მეტია… Eddie Redmayne და Alicia Vikander თამაშობენ 2 ძალიან ძლიერ ადამიანს. ედდის გმირი დგავს იმ დროისთვის ძალიან რთულ ნაბიჯს, რათა აისრულოს თავისი ოცნება – “ლილიაობა”. ალისიას გმირი კი მიუხედავად თავისი ქმრის დიდი სიყვარულისა ეხმარება მას ოცნების ასრულებაში, თუმცა იცის, რომ ამით სამუდამოდ დაკარგავს თავის ქმარს.

მოკლედ, კინომცოდნე და კრიტიკოსი ნამდვილად არ ვარ, სამაგიეროდ მაქვს ჩემი აზრი. და ვთვლი, რომ ეს ფილმი არის ძალიან კარგი ფილმი, ორი ძლიერი ადამიანის შესახებ.

და ბოლოს, ვიტყვი კიდევ ერთს… მშობლებო ნუ აყურებინებთ 18 წლამდე ახალგაზრდებს ამ ფილმს!

 

რა ხდებოდა ფილმ „დანიელი გოგოს“ კადრს მიღმა…

  1. ფილმის 186 ცენის გადაღებას, სულ დასჭირდა 44 დღე და 6 ქვეყანა: დანია, ინგლისი, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი.
  2. ყველა ის ნახატი, რაც ფილმშია ნაჩვენები დახატულია ფილმის მხატვრის Eve Stewart-ის და ბრიტანელი მხატვრის Susannah Brough-ის მიერ. თუმცა ფილმში ნახატები არ იყო გერდა ვეგნერის ნახატების ზუსტი კოპირება, რადგან ისინი არ გავდა Eddie Redmayne-ს.
  3. ფილმის ბოლო სცენა, როდესაც ჰენსი და გერდა უყურებენ ზღვას გადაღებულია მანენის მთაზე, ნორვეგიაში. თუმცა მთაზე ფიზიკურად მხოლოდ Matthias Schoenaerts (ჰანსის როლის შემსრულებელი) იყო. ამ დროს Alicia Vikander (გერდას როლის შემსრულებელი) ნიუ იორკში სხვა ფილმის გადაღებაზე იყო. ფილმის ბოლო სცენა კი ალისიას დუბლიორმა შეასრულა.
  4. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არის დანიელი გმირების შესახებ, მხოლოდ რამდენიმე მსახიობია წარმოშობით დანიიდან. ფილმში მხოლოდ ინგლისურად და ისიც ბრიტანული აქცენტით საუბრობენ.
  5. რეჟისორის Tom Hooper-ის თავდაპირველი არჩევანი გერდას როლის შემსრულებლისათვის იყო შარლიზ ტერონი. შემდეგ გვინეტ პელტროუ, რომელმაც ოჯახთან მეტი დროის გასატარებლად როლზე უარი თქვა. საბოლოოდ კი 2014 წელს კი Alicia Vikander-ი დამტკიცდა.
  6. Eddie Redmayne-ი ლილის როლის შესრულებისათვის ნომინირებულია ოსკარზე. ასევე, ოქროს ჟოლოზე, როგორც ყველაზე საშინელი მსახიობი “Jupiter Ascending”-ში როლის შესრულებისათვის.
  7. Alicia Vikander-ი (გერდას როლის შემსრულებელი) ოსკარზე ნომინირებულია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. თუმცა ფილმში გერდას ედიზე მეტი სცენა აქვს (73:27 წუთი) ანუ ფილმის 61,7%. მიუხედავად ამისა, Focus Features-მა გადაწყვიტა, რომ Alicia Vikander-ი ოსკარზე წარედგინათ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის, რადგან მათი აზრით, ალისიას ეს უფრო გაუზრდის მოგების შანსს.
  8. Matthias Schoenaerts-ი (ჰენსის როლის შემსრულებელი) რეალურ ცხოვრებაში მსახიობის გარდა პროფესიონალი მხატვარია.
  9. რეალურ ცხოვრებაში Einar-ის და Gerda-ს ცოლ-ქმრობა გაგრძელდა 26 წელი (1940-1930 წლები). თუმცა ფილმში აღნიშნულია, რომ ისინი მხოლოდ 6 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი.
  10. ფილმში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ფაქტი ლილის სიკვდილთან დაკავშირებით. ლილი გარდაიცვალა იმის გამო, რომ მისმა ორგანიზმა არ მიიღო ახალი ორგანო – საშვილოსნო. ის გარდაიცვალა მეხუთე ოპერაციის დროს 13 სექტემბერს, 1949 წელს, 48 წლის ასაკში. თუმცა ფილმში ლილი კვდება მეორე ოპერაციის შემდეგ, როცა ის სქესს შეიცვლის.

 

    მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა