ჰომოფობიური განცხადების გამო Nike-მა მოკრივე მენი პაკიაოსთან კონტრაქტი გააუქმა

71

ჰომოფობიური განცხადების გამო Nike-მა  მოკრივე მენი პაკიაოსთან კონტრაქტი გააუქმა. ერთი და იმავე სქესის წყვილების შესახებ პაკიაომ ფილიპინების ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

“გინახავთ, რომ ცხოველებს კაცისა და კაცის ან ქალისა და ქალის ურთიერთობა ჰქონოდეთ? თუ ადამიანს იმავე სქესის ადამიანთან აქვს ურთიერთობა, მაშინ ის ცხოველზე უარესია”, – თქვაპაკიაომ.

პაკიაოს ინტერვიუსთან დაკავშირებით Nike-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცნობილი სპორტული ბრენდი მოკრივესთან თანამშრომლობას წყვეტს.

“მენი პაკიაოს კომენტარი საზიზღრობაა. Nike ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ჩვენ გვაქვს ლგბტ თემის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია”, – განმარტებულია განცხადებაში.

პაკიაომ ტვიტერზე საპასუხო განცხადება გაავრცელა.

“ბოდიშს ვიხდი ჰომოსექსუალების ცხოველებთან შედარებით ადამიანებისთვის გულის ტკენისგამო. მე კვლავ ვრჩები ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების წინააღმდეგი, იქიდან გამომდინარე, თუ რა წერია ბიბლიაში. მაგრამ მე არ ვგმობ ლგბტ-ს. მე თქვენ ყველანი მიყვარხართ იმ სიყვარულით, რომლითაც თქვენ ღმერთს უყვარხართ. ღმერთმა დაგლოცოთ. მე თქვენთვის ვლოცულობ”.

რვა გზის ჩემპიონი, მენი პაკიაო ფილიპინების ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. 2010 წლიდან თემთა პალატაში ფილიპინების სარანგანის პროვინციას წარმოადგენდა, თუმცა ხშირად იმსახურებდა კრიტიკას სესიების გაცდენის გამო.