ღმერთი იყო დედამიწაზე ჩამოსული, სად შემხვდა იცით? ნახალოვკაში რომ გადასასვლელი ხიდია იქ…

114

სიზმარში – ღმერთი იყო დედამიწაზე ჩამოსული, სად შემხვდა იცით? ნახალოვკაში რომ გადასასვლელი ხიდია იქ,

მეთქი გიჟი ხაარ ? ასე ნუ დადიხარ, ჩაგქოლავენ და რაღაც სხვა ვუყიდე მეორადში. წვერი და გრძელი თმა ხო ჰქონდა ? ვეუბნები -ამ ორზე ანაფორა თუ არ გაცვია სხვანაირად აქ არ ევასები. მოიპარსე ან ქუდი დაიხურე მეთქი
მისაყვედურა რამდე აკრძალვა დამიწესე აქ, მე ვარ ღმერთი თუ შენო? მერე მიხვდა რომ მეწყინა, ჩუმად მივდიოდით და ხმას არ ვცემდი და ჩამეხუტა თუ გინდა მაგ თმას ბუნებრივად ჟღალ ფერად ვაქცევ რომ არ მოგიწიოს შეღებვაო, კარგი მეთქი მოვიდა ჩამეხუტა და თავზე მაკოცა, გავლისას მაღაზიის ვიტრაჟში რომ ჩავიხედე მზისფერი თმები მქონდა.

გაზაფხულზე ჭორფლი დაგაყრის და უფრო ლამაზი იქნებიო. მერე ვჭამეთ, მერე დანქინდონატები ვჭამეთ, ბრაზობდა ყველაფერზე მე კიდეც არ ვაყვედრიდი. მეც მეწყინებოდა ჩემი ექსპერიმენტი რომ მსაყვედურობდეს რამეებს, მერე მითხრა რომ მე ვივლიდი წრეზე სანამ რამეს არ შევცვლიდი, ჩამომითვალა იმ ადამიანების სახელები ვისაც არ უნდა ვენდო. ყველადან ნახევრზე მეტი ქალი იყო frown emoticon

მერე მითხრა შენთვის არც სამოთხე მაქვს არც ჯოჯოხეთიო.
აბა მეთქი? ოკეანეს სუფთა სანაპირო მრგვალი კენჭებით, დღეში რამოდენიმეჯერ მზის ჩასვლით და ხის მორი სანაპიროზე ეგეთი რაღც შეგიქმენიო.
მერე 69 ნომერ ავტობუსი ავიდა
ძალიან არ მინდოდა გამეშვა ,მაგრამ შემპირდა რომ არ მტოვებდა უბრალიდ საქმეზე მიდიოდა

 

Alisa Dodgson